აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების პროექტზე მოლაპარაკებების პროცესი დასრულებულია. ამის შესახებ მხარეებმა განცხადებები დღეს, 13 მარტს გააკეთეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირლანდიიდან საქართველოს 32 მოქალაქის დეპორტაცია განხორციელდა
- 2 პროკურორი ბაჩიაშვილის ქვეყნიდან წასვლაზე: „აუცილებლად დაიწყება გამოძიება“
- 3 მაკრონმა უკრაინაში ცეცხლის ნაწილობრივ შეწყვეტის ერთთვიან გეგმაზე ისაუბრა
- 4 რუსეთის დაზვერვა: EU საქართველოში აქციის მონაწილეებს დღიურად 120 ევროს გადაუხდის
- 5 მზია ამაღლობელს კლინიკიდან პენიტენციურ დაწესებულებაში დღეს დააბრუნებენ
- 6 ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია
„კმაყოფილებით აღვნიშნავთ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმების პროექტის ტექსტზე მოლაპარაკებების დასრულებას“, - ნათქვამია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აზერბაიჯანული მხარე აღნიშნავს, რომ ხელმოწერის მთავარი პირობაა სომხეთის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანა „აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ პრეტენზიების აღმოფხვრის მიზნით“.
„ამავე დროს, ჩვენ ხაზს ვუსვამთ ეუთოს მოძველებული და უფუნქციო მინსკის ჯგუფისა და მასთან დაკავშირებული სტრუქტურების ფორმალური დაშლის აუცილებლობას. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ ორმხრივი დიალოგი ამ და სხვა საკითხებზე, რომლებიც ეხება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს“, - აცხადებენ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში.
განცხადება გაავრცელა სომხეთის საგარეო უწყებამაც და მოლაპარაკებების დასრულება დაადასტურა.
„სომხეთის რესპუბლიკა იღებს აზერბაიჯანის წინადადებას პროექტის ორ შეუთანხმებელ დებულებასთან დაკავშირებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
სომხური მხარის ცნობით, ბაქოს სამშვიდობო შეთანხმების ტექსტის პროექტის შეთანხმებისა და მოლაპარაკებების დასრულების შესახებ ერთობლივი განცხადების გაკეთება შესთავაზეს, თუმცა „ოფიციალურმა ბაქომ ცალმხრივი განცხადების გაკეთება არჩია.“
„სამშვიდობო შეთანხმება მზად არის ხელმოწერისთვის. სომხეთის რესპუბლიკა მზადაა დაიწყოს კონსულტაციები აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან შეთანხმების ხელმოწერის დროისა და ადგილის შესახებ“, - აღნიშნავენ სომხეთის საგარეო უწყებაში.
აზერბაიჯანი სომხეთისგან ითხოვს, კონსტიტუციიდან ამოიღოს მითითება დამოუკიდებლობის დეკლარაციაზე, რომელიც შეიცავს ჩანაწერს მთიანი ყარაბაღის სომხეთთან გაერთიანების შესახებ. კონსტიტუციაში ასეთი ცვლილების განსახორციელებლად რეფერენდუმის ჩატარებაა საჭირო.
სომხეთისა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღისთვის ომი 1991 წლიდან მიმდინარეობდა. აზერბაიჯანმა ტერიტორიის უმეტეს ნაწილი 2020 წელს, 44-დღიანი ომის დროს დაიკავა, ხოლო სამი წლის შემდეგ მთელ რეგიონზე მოიპოვა კონტროლი და სუვერენიტეტი აღდგენილად გამოაცხადა. მთიანი ყარაბაღი 100 000-ზე მეტმა ეთნიკურმა სომეხმა დატოვა.
