აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის მიხედვითაც უკრაინისთვის ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროსთვის 2 მილიონი დოლარი გამოიყოფა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 4 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
დოკუმენტის თანახმად, თანხები განკუთვნილია აზერბაიჯანში წარმოებული ელექტრომოწყობილობების შეძენისა და უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების სახით გაგზავნისთვის.
10 აგვისტოს, ალიევსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ოფიციალური ინფორმაციით, მათ დაგმეს რუსეთის თავდასხმები უკრაინაში აზერბაიჯანული SOCAR-ის საკუთრებაში არსებულ ნავთობსაცავზე, ასევე სხვა ობიექტებზე, მათ შორის უკრაინაში აზერბაიჯანული გაზის ტრანსპორტირების კომპრესორულ სადგურზე. აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა გამოთქვეს რწმენა, რომ „ეს არანაირ გარემოებებში არ გამოიწვევს აზერბაიჯანსა და უკრაინას შორის ენერგეტიკის სექტორში თანამშრომლობის შეჩერებას“.
ამასთან, აზერბაიჯანულ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ აზერბაიჯანმა შესაძლოა განიხილოს უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე დაწესებული ემბარგოს მოხსნა, თუ რუსეთი გააგრძელებს უკრაინის გაზის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმას.
ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც ილჰამ ალიევს ჰკითხეს, რა რჩევას მისცემდა უკრაინას, მან უპასუხა: „არასოდეს დათანხმდეთ ოკუპაციას“.
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა თქვა, რომ მოსკოვი არ ეთანხმება ბაქოს პოზიციას უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, თუმცა იმედოვნებს, რომ ამ საკითხზე უთანხმოება არ გახდება დაბრკოლება რუსეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაციების პერიოდის დასასრულებლად.
