აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია SOCAR-მა დღეს, 18 დეკემბერს, სომხეთში ადგილობრივი წარმოების ნედლი ნავთობის პირველი პარტია გაგზავნა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 4 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 5 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 6 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
აზერბაიჯანული მედიის ცნობით, 1220 ტონა AI-95 საავტომობილო საწვავი, რომელიც 22 ვაგონ-ცისტერნაში იყო ჩატვირთული, აზერბაიჯანის რკინიგზის სატვირთო მატარებლით ბაქოს სადგურიდან ბიოიუქი-ქასიქი სადგურამდე გაიგზავნა. იქიდან ტვირთი საქართველოს გავლით სომხეთში ჩავა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ნავთობპროდუქტების მიწოდების დაწყებას მიესალმა.
„ვაჭრობა კერძო კომპანიებს შორის ხორციელდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დამყარებულმა მშვიდობამ შექმნა ამ ვაჭრობისთვის პოლიტიკური პირობები.
ვიცი, რომ არსებობს გარკვეული კითხვები საქართველოს რკინიგზის [მომსახურების] ღირებულებასთან დაკავშირებით. იმედი მაქვს, რომ ეს საკითხი მოგვარდება, ან თუ არ მოგვარდება, ბიზნესმენები იპოვიან ალტერნატიულ გზებს იმპორტისა და ექსპორტის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ფაშინიანმა.
დეკემბრის დასაწყისში პროსამთავრობო აზერბაიჯანულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობპროდუქტების გასატარებლად მაღალი ტარიფი მოითხოვა - 111-კილომეტრიანი მონაკვეთისთვის ტონაზე 92 დოლარი. Minval Politika წერდა, რომ საქართველო ფაქტობრივად ეწინააღმდეგება მდგრადი რეგიონული მშვიდობის არქიტექტურისა და ურთიერთსასარგებლო ეკონომიკური კავშირების ჩამოყალიბებას.
საპასუხოდ, 8 დეკემბერს, „ქართული ოცნების“ მთავრობამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანიდან სომხეთში საწვავის გადაზიდვას ერთჯერადად სრულიად უსასყიდლოდ განახორციელებდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, მოლაპარაკებების საგანია, საბოლოო ჯამში რა ფორმით მოხდება ტრანზიტი.
