„კრისტალ ჯგუფის“ მფლობელ ვლადიმერ სტეფანიანს, რომელიც ერთი თვის წინ დააკავეს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის და უკანონო სამეწარმეო საქმიანობის ბრალდებით, აღკვეთის ღონისძიება შეეცვალა - ის 2 მილიონი ლარის ოდენობით გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა და პროკურორის თანხმობის გარეშე ქვეყნიდან გასვლა აეკრძალა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 რა სიმპტომები აქვს გრიპის ყველაზე გავრცელებულ ტიპს, „ჰონგ კონგის“ ვირუსს
- 6 შსს ოზურგეთში მომხდარზე: სუს-ის თანამშრომელმა იარაღი ამოიღო, მაგრამ არ გამოუყენებია
ბიზნესმენი 8 ნოემბერიდან იყო პატიმრობაში. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, სტეფანიანმა ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანში, დიდველის ტერიტორიაზე, შესაბამისი ნებართვის გარეშე, თვითნებურად ააშენა 5 სასტუმრო-აპარტამენტი და მათი რეალიზაციის შედეგად ათეული მილიონი ლარის უკანონო შემოსავალი მიიღო. ვლადიმერ სტეფანიანს კერძო საბაგიროს, კერძო სათხილამურო ტრისა და ტობოგანის უნებართვოდ მოწყობასაც ედავებიან.
„ვლადიმერ სტეფანიანი ადასტურებს, რომ შესაბამისი სამსახურების მიერ გაცემული სანებართვო დოკუმენტების უხეში დარღვევით ახორციელებდა სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობას, რომლის მიზანიც მეტი შემოსავლის მიღება იყო. მხოლოდ 1 კორპუსიდან შემოსავალი 1 890 000 ლარს აღემატება. ჯამში, შესაბამისი სანებართვო დოკუმენტების დარღვევით აშენებულია 5 კორპუსი. შესაბამისად, საბოლოოდ დადასტურდება, რომ უკანონო შემოსავალი რამდენიმე მილიონ ლარს აღემატება. [...] ასევე, ტყის მასივის ნაწილის გაჩეხვის ფაქტებიც ფიქსირდება, საბაგიროს მოწყობისთვის“, - აცხადებდა საქმის პროკურორი დავით კაპანაძე.
დაკავების შემდეგ სტეფანიანს ბრალდება უკანონო სამეწარმეო საქმიანობის მუხლითაც წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებით, უკანონოდ აშენებული საცხოვრებელი ფართების გასხვისების შედეგად მიღებული თანხის ნაწილი ბიზნესმენმა შპს „ბაკურიანი ბიზნეს ჯგუფის“ საბანკო ანგარიშებზე განათავსა, ხოლო ნაწილი პირად საკუთრებაში გადაიტანა, რის შემდგომაც საწარმოს, თავისი და დაკავშირებული პირების სახელზე უძრავ/მოძრავი ქონებები შეიძინა.
ვლადიმერ სტეფანიანის მიერ „უკანონოდ“ მოწყობილი საბაგირო 2023 წლის თებერვალში მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დაათვალიერა. ამჟამად ღარიბაშვილიც მილიონობით ლარის უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაშია ბრალდებული და 9-დან 12 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
