გამოცემა „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორი მზია ამაღლობელი ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან აქციაზე დაკავებიდან ორ საათში ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მალევე ხელახლა დააკავეს. მასთან ამ დრომდე არ უშვებენ ადვოკატს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 3 აფხაზი ბლოგერის დაურ ბუავას გარდაცვალების ფაქტზე უცხო ქვეყნის მოქალაქე ქალი დააკავეს
- 4 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 5 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 6 მიმავალ ადამიანს ხშირად ზედმეტად აწუხებენ სამედიცინო საშუალებებით - პატრიარქი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა 11 იანვარს, ბათუმში გამართულ აქციაზე სულ 10 ადამიანი დააკავეს. დაკავებამდე მზია ამაღლობელმა პოლიციასთან კედელზე გააკრა პლაკატი, რომელსაც „იფიცება საქართველო“ ეწერა. მოგვიანებით ოთხი დაკავებული ხელწერილით გაათავისუფლეს, თუმცა მზია ამაღლობელი რამდენიმე წუთში ხელმეორედ დააკავეს - რა საფუძვლით, უცნობია.
დაკავებულია კიდევ ორი მამაკაცი.
თბილისში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მედიის წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. შსს-ს ამ და დაკავების სხვა 11 შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადება არ გაუვრცელებია.
დაკავებულთა შორის არიან კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრი და ბათუმის საკრებულოს დეპუტატი ვაჟა დარჩია, ასევე სტუდენტი მათე ცენტერაძე.
