ბათუმის ბულვარში მომხდარ ფაქტზე, რის შედეგადაც ბატუტზე მყოფი 9 წლის ბავშვი დაიღუპა, მისი 3 წლის ძმა კი დაშავდა, პოლიციამ ერთი ადამიანი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 65 წლის მამაკაცი, რომელიც ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე იყო პასუხისმგებელი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 2 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 5 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
- 6 პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილს შანტაჟში ადანაშაულებს
12 მარტს, გვიან ღამით, ბულვარში მდებარე ბატუტი გადაბრუნდა, რა დროსაც კონსტრუქციაზე ორი ბავშვი იმყოფებოდა. 9 წლის ბიჭი საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა და ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.
„საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებული პასუხისმგებელი იყო ბულვარში განთავსებული აღნიშნული ე.წ. ბატუტის უსაფრთხოებასა და ექსპლუატაციის წესების დაცვაზე, თუმცა მან დაკისრებული ვალდებულებების შესრულება ვერ უზრუნველყო“, - განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.
