ბათუმში, აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ონლაინ გამოცემა „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი და დირექტორი მზია ამაღლობელი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 4 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 5 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 6 ჩეჩნეთიდან გაქცეული 23 წლის ქალი სომხეთში გარდაცვლილი იპოვეს
„ბათუმელების“ ინფორმაციით, პოლიციელებმა ამაღლობელი დააკავეს კედელზე პლაკატის - წარწერით „იფიცება საქართველო“ - გაკვრის გამო.
„ერთხელ ასლან აბაშიძემ დაგვაკავა მე და მზია ამაღლობელი და როგორც კი გაიგეს, რომ ჟურნალისტები ვიყავით, ნახევარ საათში გაგვათავისუფლეს. სხვა ასეთი პრეცედენტი არ მახსოვს. როგორც ჩანს, ახლა შევდივართ ისეთ ფაზაში, რომელიც ჯერ არ ყოფილა ამ ქვეყანაში.
ეს არის ის, რასაც ვკითხულობდით რუსულ მედიაში, რასაც ვისმენდით ჩვენი რუსი კოლეგებისგან, როგორ იდევნებოდნენ, როგორ ახშობდნენ ყველაფერს, რაც თავისუფლებასთან იყო დაკავშირებული“, - განაცხადა ეთერ თურაძემ, „ბათუმელების“ რედაქტორმა.
საპროტესტო აქციაზე ადმინისტრაციული წესით ათამდე ადამიანია დაკავებული. თავდაპირველად, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა საპროტესტო მსვლელობის ერთ-ერთი მონაწილე დააკავეს და მთავარ სამმართველოში გადაიყვანეს. დანარჩენ დაკავებულებს შორის ისინი არიან, ვინც აქტივისტის გათავისუფლების მოთხოვნით პოლიციასთან შეიკრიბნენ. არსებული ინფორმაციით, მათი დაკავების საბაბი ასფალტზე პლაკატის გაკვრა გახდა.
აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან საპროტესტო აქცია ამ დრომდე გრძელდება.
