ბათუმის ბულვარის მიმდებარედ, ერთ-ერთ რესტორანში კაცი ჩაცხრილეს. შემთხვევა დღეს, 18 ივლისს, დაახლოებით 15:00 საათზე მოხდა. თავდამსხმელმა, სავარაუდოდ, მიმალვა შეძლო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
სოციალურ ქსელ Facebook-ში გავრცელდა ვიდეოკადრები, სადაც ძირს დაგდებული კაცი ჩანს. მას რამდენიმე ტყვია ზურგში აქვს მოხვედრილი.
ტელეკომპანია „პირველის“ ინფორმაციით, მოკლულია თურქეთის მოქალაქე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე დაიწყო.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112-ში“ შემოვიდა შეტყობინება, ბათუმში, ნინოშვილის ქუჩაზე, მდებარე ერთ-ერთ ობიექტში განხორციელებული სროლის თაობაზე.
შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე დაუყოვნებლივ გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების წარმომადგენლები. დადგინდა, რომ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად, მოკლულია უცხო ქვეყნის მოქალაქე.
განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს. სამართალდამცველების მიერ ტარდება ყველა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედება“,- აცხადებენ შსს-ში.
