გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბერბოკის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება ფაქტობრივად შეაჩერა და ახლა საჭიროა, ევროკავშირში იმსჯელონ ამ პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
„საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობას სურს, ქვეყანამ ევროპული კურსი კვლავ შენარჩუნოს. ევროპა მათ გულებშია, ხოლო პროევროპული პროტესტები მათი ხმაა. თუმცა, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ პასუხობს დაშინებით, ძალადობითა და წყლის ჭავლებით.
ევროპისკენ ზურგის შემობრუნებით „ქართულმა ოცნებამ“ გაყინა – და ფაქტობრივად შეაჩერა – საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. „ქართული ოცნების“ მზარდი ავტორიტარული პოლიტიკის გამო, ახლა ჩვენ ევროკავშირში უნდა ვიმსჯელოთ საქართველოს გაწევრიანების პროცესის ოფიციალურად შეჩერებაზე.
2023 წლის დეკემბერში საქართველოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭება გარკვეულ რეფორმებზე ვალდებულებასთან იყო დაკავშირებული. „ქართული ოცნების“ ლიდერებმა ამის შესახებ ყოველთვის იცოდნენ. თუმცა, პროგრესის ნაცვლად, ვხედავთ შემაშფოთებელ უკუსვლას: საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ მკაცრად გაკრიტიკებული არჩევნები, დემონსტრანტებზე გადამეტებული ძალადობა, ე.წ. გამჭვირვალობის კანონი და LGBTQI+ უფლებების შეზღუდვა. აქ „ქართული ოცნება“ ფლანგავს იმ ისტორიულ შესაძლებლობას, რომელსაც ევროკავშირი ქვეყანას სთავაზობს“, - ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაში.
ანალენა ბერბოკის თქმით, ბოლო კვირებსა და თვეებში „ქართულმა ოცნებამ“ ნელ-ნელა კიდევ უფრო დაშორა ქვეყანა ევროკავშირს და ამით სერიოზულ საფრთხეს უქმნის საქართველოს მრავალწლიან პარტნიორობას გერმანიასთან.
„შედეგად, ჩვენ შევამცირეთ თანამშრომლობა ქვეყნის ხელისუფლებასთან და შევაჩერეთ 200 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების მხარდაჭერის პროექტები. პარალელურად, ევროკავშირში ჩვენს პარტნიორებთან ერთად განვიხილავთ დამატებით ნაბიჯებს, დაწყებული ქართველი ლიდერებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით და დამთავრებული მიზნობრივი სანქციების დაწესებით.
ახლა ბურთი „ქართული ოცნების“ ლიდერების მოედანზეა. ახლა მათზეა დამოკიდებული, რომ ყველაფერი გააკეთონ ღრმა პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად, ნდობის აღსადგენად და ქართველ ხალხს შესთავაზონ რეალური პერსპექტივები ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე დაბრუნებისთვის, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ყველა ქართველის კარგი მომავლისთვის“, - თქვა ბერბოკმა.
28 ნოემბერს, საპარლამენტო არჩევნებიდან ერთ თვეში, საქართველოს არალეგიტიმურმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების გახსნის საკითხს და უარს იტყვის ევროკავშირის საბიუჯეტო დაფინანსებაზე. „ქართული ოცნების“ ამ გადაწყვეტილებას თბილისსა და რეგიონებში მრავალათასიანი აქციები მოჰყვა.
