ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ოდისეი ბიგვავამ განაცხადა, რომ საქართველოს ნატო-სთან დაახლოებაა აფხაზეთში რუსეთის სამხედრო ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს აფხაზეთის უსაფრთხოების გარანტს სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებების საფუძველზე, რაც საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაშია. რუსეთის სამხედრო ყოფნა აფხაზეთში არის პასუხი საქართველოს აგრესიულ პოლიტიკასა და ნატო-სთან დაახლოებაზე“, - განაცხადა ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
ოდისეი ბიგვავამ კომენტარი გააკეთა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს 69-ე გენერალურ კონფერენციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ლაშა დარსალიას განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება ბირთვული უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ბიგვავას თქმით, დარსალიას განცხადებები „შეთხზული“ და „არასწორია“.
„ასეთი განცხადებები დაუსაბუთებელია და წარმოადგენს საინფორმაციო კამპანიის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს აფხაზეთისა და რუსეთის დისკრედიტაციას“, - აღნიშნა მან.
ბიგვავას თქმით, აფხაზეთი „უკიდურესად დაინტერესებულია“ სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობით და მზადაა „საერთაშორისო თანამშრომლობისთვის, მაგრამ მხოლოდ მისი სუვერენიტეტის აღიარების შემდეგ“.
„აფხაზეთი ყოველთვის მზადაა საქართველოსთან კონსტრუქციული დიალოგისთვის, მაგრამ მხოლოდ ურთიერთაღიარებისა და თანასწორობის საფუძველზე. კავკასიაში მშვიდობა შეუძლებელია აფხაზეთს, სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს შორის, რუსეთის შუამავლობით, პირდაპირი მოლაპარაკებების გარეშე და აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის ინტერესების გათვალისწინების გარეშე“, - განაცხადა ოდისეი ბიგვავამ.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება ამ განცხადებებს არ გამოხმაურებია.
