„დღეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს გათვალისწინება არის კანონის გაწვევის უკანასკნელი შანსი“, - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინათინ ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხომაზე, სადაც ე.წ. „უცხოეთის აგენტების“ შესახებ რუსულ კანონზე პრეზიდენტის ვეტო განიხილება.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
ბოკუჩავამ „ქართული ოცნების“ წევრებს მიმართა, რომ მათზეა დამოკიდებული, როგორ შევა საქართველოს უახლეს ისტორიაში დღევანდელი დღე.
„მე ამ დარბაზში თუ მის მიღმა, იშვიათად მოგმართავთ ხოლმე ივანიშვილის დეპუტაციას, რადგან ვხედავ, რომ ქვეყნის ინტერესები ივანიშვილის მონობაში გაცვალეთ, მაგრამ დღეს მინდა უკანასკნელად მოგმართოთ: დღევანდელი დღე არის ბოლო შესაძლებლობა თითოეული თქვენგანისთვის, ერთი მხრივ, თავი გადაირჩინოთ პერსონალური სანქციებისგან და მეორე მხრივ, რაც ჩემთვის ყველაზე მიშვნელოვანია, ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ არჩევანს უდიდესი დარტყმა აარიდოთ.
დღეს თითოეულ თქვენგანზეა დამოკიდებული, როგორ შევა დღევანდელი დღე საქართველოს უახლოეს ისტორიაში: როგორც დღე, როდესაც კოლექტიური მონობით ივანიშვილის დეპუტაციამ გაყიდა ქვეყნის ევროპული პერსპექტივა თუ დღე, როდესაც თუნდაც რამდენიმე ადამიანის პერსონალურმა და პოლიტიკურმა გამბედაობამ ქვეყანა გადაჩეხვას გადაარჩინა.
თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი ქვეყნის ინტერესების დაცვასა და ვერშემდგარი დიქტატორის, ივანიშვილის მონურ მსახურებას შორის. თითოეულ თქვენგანს აქვს არჩევანი თავისუფლებასა და მონობას შორის. დღეს არის არჩევანი თქვენს წინაშე - რუსი ოლიგარქის რუსული კანონის დაცვა, საქართველოს რუსეთთან პირისპირ დატოვების მიზნით, თუ საქართველოს ევროპული მომავლის გადარჩენა. ეს არჩევანი არის ჩვენი ქვეყნის არჩევანი და შანსი აღარ მოგეცემათ თქვენ, რომ საქართველოს უახლეს ისტორიაში არ ჩაეწეროთ როგორც მოღალატეები. არ არსებობს იმაზე მძიმე განაჩენი, რომელიც შენს ხალხსა და ისტორიას გამოაქვს. ღალატის დამღით ივლით მთელი დარჩენილი ცხოვრება. საქართველო მაინც გაიმარჯვებს. გაიმარჯვებენ ახალგაზრდები და მათთან ერთად გავიმარჯვებთ ჩვენც. ივანიშვილის პოლიტიკური სამარე გათხრილია და თქვენ ამას საკუთარი თვალით დაინახავდით, რომ შეგეძლოთ გამოსვლა და იმ ახალგაზრდების გვერდით დადგომა, რომლებიც ყოველდღიურად იცავენ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს“, - თქვა ბოკუჩავამ.
პლენარული სხდომა 12 საათზე დაიწყო. მანამდე, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრები პრეზიდენტის ვეტოს დაძლევენ და რუსულ კანონს მხარს კიდევ ერთხელ დაუჭერენ.
ვეტოს დასაძლევად 76 ხმაა საჭირო, საპარლამენტო უმრავლესობა („ქართული ოცნება“ და „ხალხის ძალა“) კი 83 დეპუტატისგან შედგება. გარდა ამისა, რუსული კანონის მიღებას ემხრობა 4-წევრიანი პოლიტიკური ჯგუფი „ევროპელი სოციალისტები“.