ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარიზში აქტივისტ ნურადინ ნაბიევს საკუთარ სამუშაო ადგილზე, ჩაის სახლში, ფიზიკურად გაუსწორდნენ. დაზარალებული, რომელსაც თავის ტრავმა აქვს და ტუჩზე ხუთი ნაკერი დაადეს, ამ დროისთვის ბოლნისის საავადმყოფოშია მოთავსებული.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 2 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 3 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 4 თბილისში პატრულ-ინსპექტორი, 37 წლის გოჩა არველაძე გარდაცვლილი იპოვეს
- 5 პუტინმა 2026-2030 წლებში ოკუპირებული აფხაზეთის განვითარების ხელშეწყობის შეთანხმება დაამტკიცა
- 6 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
აქტივისტის თქმით, 15 აპრილს მის კუთვნილ ჩაის სახლში 9 ადამიანი შევიდა. მისი ვინაობის გადამოწმების შემდეგ, თავს დაესხნენ და ფიზიკურად იძალადეს. ნაბიევი მომხდარს თავის საქმიანობასა და პოლიტიკურ შეხედულებებს უკავშირებს.
„სახელი მკითხეს, რა გქვიაო, მეპატრონე შენ ხარო და რომ ვუთხარი კი მეთქი, მაშინვე დამარტყეს. ჩემი აზრით, ეს ხალხი სპეციალურად მერიიდან მოაგზავნეს და ირანის მხარდამჭერებმაც. ნახევარი მერიიდან იქნებოდნენ. თავდამსხმელები პატარა ბავშვებიც იყვნენ, არასრულწლოვნები“, - ციტირებს მარნეულის სათემო რადიო ნურადინ ნაბიევის კომენტარს.
აქტივისტი თავდასხმის ორგანიზებაში „ქართულ ოცნებას“ და ამ პარტიის დეპუტატს, ზაურ დარგალს ადანაშაულებს. დარგალმა მედიასთან კავშირზე არ გამოვიდა.
ნაბიევი მიიჩნევს, რომ თავდასხმა ორ ძირითად მიზეზს უკავშირდება: ინციდენტამდე ერთი დღით ადრე მან ვიდეომიმართვა გაავრცელა მედიკამენტების დეფიციტსა და მაღალ ფასებზე.
ამასთან, რამდენიმე დღის წინ მასზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა სოციალურ ქსელში აიათოლა ალი ხამენეის შესახებ კრიტიკული კომენტარის გაკეთების შემდეგ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე (ძალადობის) მუხლით დაიწყო.
ნურადინ ნაბიევი ბოლნისის მუნიციპალიტეტში ცნობილია როგორც ადგილობრივი პრობლემების აქტიური გამხმოვანებელი. 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ის პარტია „ლელოს“ პროპორციული სიით მონაწილეობდა.
