23 მაისს ხაშურში უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელი საკუთარ ავტომანქანაში, „თავისივე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობით“ გარდაცვლილი იპოვეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 3 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
- 4 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 5 პროკურატურამ გორში ნაცემი პაპუნა ლოცულაშვილისთვის ბრალის წარდგენაზე უარი თქვა
- 6 6 პოლიციელი დააკავეს გორში მოქალაქეებზე ძალადობის ბრალდებით
პროკურატურის ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
თანამშრომლის გარდაცვალების გამო სუს-მა ღრმა მწუხარება გამოთქვა და დაღუპულის ოჯახს მიუსამძიმრა.
ბოლო ერთ წელში ეს სუს-ის თანამშრომლის გარდაცვალების მესამე შემთხვევაა.
2025 წლის 1-ელ ოქტომბერს, ჩაქვში, ყოფილი ტურბაზის შენობაში გარდაცვლილი იპოვეს სუს-ის თანამშრომელი. მას ცეცხლსასროლი იარაღიდან ჰქონდა ჭრილობა მიყენებული.
„მიმდინარეობს გამოძიება და ამ ეტაპზე, მხოლოდ ერთი ვერსია არსებობს, თვითმკვლელობა. ამას ადასტურებს სხვადასხვა მტკიცებულება. სხვა დეტალების დაზუსტებისგან თავს შევიკავებთ გამოძიებისა და ოჯახის ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადეს მაშინ სუს-ში.
2026 წლის 26 იანვარს, თბილისში, სუს-ის შენობასთან, ავტომობილში გარდაცვლილი იპოვეს ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორი სიმონ წაქაძე. პროკურატურის ცნობით, გარდაცვლილს ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა.
პროკურატურა ამ დრომდე აცხადებს, რომ საქმეებზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება, თუმცა გამოძიების კვალიფიკაცია (თვითმკვლელობამდე მიყვანა) არცერთ ეპიზოდთან დაკავშირებით არ შეცვლილა.
