გაერთიანებულმა სამეფომ, „საქართველოში რუსეთის გავლენის ზრდის ფონზე“, ახალი სანქციები გამოაცხადა, რომელთა სამინზე პრორუსი ქართველი ბიზნესმენები ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე არიან. ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მხარს უჭერენ „პუტინის უკანონო ომს უკრაინაში“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
- 3 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 4 კიევზე რუსეთის მასირებული შეტევის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
- 5 1920 წელს რუსეთის არმია შემოიჭრა და აზერბაიჯანი დაიპყრო, სახელმწიფო წაგვართვეს – ალიევი
- 6 სომხეთში რუსეთის მიერ ძებნილი საქართველოს მოქალაქე დააკავეს
დღევანდელი გადაწყვეტილებით, ფარცხალაძესა და ვასაძეს ბრიტანეთში ფინანსური აქტივები გაეყინათ და ქვეყანაში შესვლა აეკრძალათ.
„რუსეთის სამხედრო შესაძლებლობების შესუსტების კვალდაკვალ, კრემლი სულ უფრო ხშირად მიმართავს მესამე ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში მოქმედ მარიონეტებს, რათა მხარი დაუჭიროს თავის სამხედრო და პროპაგანდისტულ ოპერაციებს“, - ნათქვამია გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში.
ლევან ვასაძეს სანქციები დაუწესდა საკუთარი პლატფორმების რუსული დეზინფორმაციის გავრცელებისთვის გამოყენების გამო.
„ვასაძე მონაწილეობს ან მონაწილეობდა ნებისმიერი პოლიტიკის ან ქმედების მხარდაჭერაში ან ხელშეწყობაში, რომელიც იწვევს უკრაინის დესტაბილიზაციას ან საფრთხეს უქმნის უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას“, - მითითებულია ლევან ვასაძის დასანქცირების საფუძვლად.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობა საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს მოიხსენიებს როგორც რუსეთთან და „ქართული ოცნების“ უმაღლეს ეშელონებთან ფართო კავშირების მქონე ბიზნესმენს. სანქციების სიაში აღნიშნულია, რომ „მოსკოვის ბიზნეს საბროკერო კომპანია“, რომელსაც ის ხელმძღვანელობს, საქმიანობას ეწევა რუსეთის მთავრობისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში, კერძოდ, რუსეთის ფინანსური მომსახურებისა და მშენებლობის სექტორებში.

გარდა ამისა, სანქციები დაუწესდა ორ ნავთობტანკერს რუსული ნავთობის საქართველში, ბათუმის პორტში ტრანსპორტირებისთვის, როგორც რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ნაწილს - „ძველი და საშიში გემების ერთობლიობას, რომელსაც კრემლი ენერგეტიკული შემოსავლების - უკრაინაში უკანონო ომის დაფინანსების მთავარი წყაროს - შენარჩუნების სასოწარკვეთილ მცდელობაში იყენებს“. ამიერიდან ამ გემებს აეკრძალებათ დიდი ბრიტანეთის პორტებში შესვლა და არ მიეცემათ ამ ქვეყნის გემების რეესტრზე წვდომა.
„პუტინის ომის მანქანა ეყრდნობა საერთაშორისო ქსელს, რათა გაავრცელოს ტყუილი და დააფინანსოს ეს ქსელი.
საქართველოში იმ ადამიანების მიზანში ამორებითა და შეკავებით, რომლებიც მხარს უჭერენ პუტინის უკანონო ომს უკრაინაში, ჩვენ კიდევ ერთ სასიცოცხლო ხაზს ვწყვეტთ
კრემლი დარწმუნებული უნდა იყოს: დიდი ბრიტანეთი გააგრძელებს პუტინის მხარდამჭერი ჩრდილოვანი ქსელების გამოაშკარავებას“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა, სტივენ დაუთმა.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მოჰყვა 2024 წელს საქართველოსთან კავშირების შემცირებას, რაც იყო პასუხი „ქართული ოცნების“ მიერ კრემლის მიერ შთაგონებული კანონების აღსრულებაზე, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიებსა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების დაპატიმრებაზე.
