ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა კესტუტის ბუდრისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე გამოთქვა იმედი, რომ მინისტრები შეთანხმდებიან იმ ნაბიჯებზე, რაც აუცილებელია საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე საპასუხოდ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის პირველ სხდომაზე ელჩები არ მიიწვია
- 4 ასლან ბჟანიამ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორია დატოვა
- 5 შევეცდებით ხარვეზი აღმოვფხვრათ - მდინარაძე პრეზიდენტობის კანდიდატის დასახელებაზე
- 6 დღეს ვინც შევა პარლამენტში, შევა რუსეთში - ზურაბიშვილი
„როდესაც ვხედავთ, რა ხდება თბილისის ქუჩებში, როდესაც ვხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები არიან დაკავებულები და როდესაც ვხედავთ ძალადობას, რომელიც გამოიყენება მომიტინგეების მიმართ - ეს არ არის ის, რისი იგნორირება ან რასთან შეგუებაც შეგვიძლია. ლიეტუვაში ჩვენ უკვე დავაწესეთ სანქციები თითქმის 30 ადამიანის მიმართ, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობდნენ ოპოზიციის საპროტესტო აქციების სასტიკი ჩახშობის ორგანიზებაში. ამიტომ, ჩვენ ევროკავშირსაც მოვუწოდებთ ამ პირების წინააღმდეგ სანქციების დაწესებისკენ“, - განაცხადა კესტუტის ბუდრისმა.
პერსონალური სანქციების შემდეგ, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოსთან მიმართებაში განსახილველ მეორე საკითხად უვიზო რეჟიმი დაასახელა.
„ეს [უვიზო რეჟიმი] უნდა ავკრძალოთ დიპლომატიური და ოფიციალური პასპორტების მფლობელებისთვის. ეს არის მინიმუმი, რაც უნდა გავაკეთოთ. ასევე უნდა გავგზავნოთ ძლიერი სიგნალი, რომ ჩვენ შეიძლება გავაფართოვოთ ეს აკრძალვა მომავალში.
მესამე არის საქართველოსთან ტექნიკური და პოლიტიკური მოლაპარაკებების შეჩერება ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების ფარგლებში. ასევე ყველა ინსტიტუციური მოლაპარაკების შეჩერება საქართველოს სამთავრობო უწყებებთან და შეჩერება ფინანსური მხარდაჭერის, რომელიც ეძლევა ამ უწყებებს.
მეორე მხრივ, ჩვენ უნდა გავუგზავნოთ ძლიერი გზავნილი საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას, რომ ჩვენ მათ მხარს დავუჭერთ. ამისთვის გვჭირდება ფინანსური პაკეტი, რათა ვაჩვენოთ, სერიოზულები ვართ. სწორედ ახლა უნდა გავუგზავნოთ ქუჩებში მყოფ ქართველ ხალხს მესიჯი, რომ „ევროპა არ მიგატოვებს, ევროპა შენთანაა, ევროპას შენ სჭირდები“. უნდა გავაკეთოთ ეს ახლავე, დღეს“, - თქვა კესტუტის ბუდრისმა.
ბოლო ორი კვირის განმავლობაში ლიეტუვამ 28 ქართველი თანამდებობის პირი და პოლიტიკოსი დაასანქცირა. სანქცირებულთა სია ასეთია:
- ბიძინა ივანიშვილი - „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე
- ირაკლი კობახიძე - არალეგიტიმური პრემიერ-მინისტრი
- ვახტანგ გომელაური - არალეგიტიმური შინაგან საქმეთა მინისტრი
- ზვიად ხარაზიშვილი(„ხარება“) - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორი
- გრიგოლ ლილუაშვილი - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი
- კახა კალაძე - „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი
- მამუკა მდინარაძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და პარლამენტის დეპუტატი
- შალვა ბედოიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- იოსებ ჭელიძე - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- ალექსანდრე დარახველიძე -შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- გიორგი ბუთხუზი - შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- მილერი ლაგაზაური - შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
- მირზა კეზევაძე შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე
- ვაჟა სირაძე - საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- თეიმურაზ კუპატაძე - კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- მიხეილ ჩინჩალაძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე
- ლევან მურუსიძე - თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი
- ირაკლი რუხაძე - სამთავრობო პროპაგანდისტული ტელეკომპანიის, „იმედის“ მფლობელი
- ვიქტორ ჯაფარიძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
- დიმიტრი სამხარაძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
- გოგა ხაინდრავა - რეჟისორი, „ქართული ოცნების“ პროპაგანდისტი
- გიორგი კობახიძე - ირაკლი კობახიძის მამა
- შალვა თადუმაძე - უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე
- თეა წულუკიანი - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი
- ზვიად შალამბერიძე - „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრი, იმერეთის ყოფილი გუბერნატორი
- ირაკლი ქარსელაძე - არალეგიტიმური მთავრობის წევრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი
- კახი ბექაური - კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარე
- ოთარ ფარცხალაძე - ყოფილი მთავარი პროკურორი