მოძრაობა „რუსთაველის გამზირის“ დამფუძნებელმა და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, პაატა ბურჭულაძემ ბრიფინგი გამართა და მოქალაქეებს ხვალ, 16:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე, „ისტორიულ ეროვნულ კრებაში“ მონაწილეობისკენ მოუწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 2 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 3 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 4 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 5 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 6 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
„საათებია დარჩენილი, ქართველი ხალხის ეპოქალურ გამარჯვებამდე, 4 ოქტომბრამდე. ჩვენ ვიკრიბებით რუსთაველზე, რათა ქართველმა ხალხმა დაიბრუნოს ივანიშვილის მიერ მიტაცებული ხელისუფლება. მოგიწოდებთ ყველას, ვისაც გსურთ ღირსეული და თავისუფალი საქართველო, მოდით ყველანი 4 ოქტომბერს, 16:00 საათზე რუსთაველზე. არავინ იფიქროთ, რომ სხვისი მისვლა საკმარისია“, - თქვა ბურჭულაძემ.
ამასთან, პაატა ბურჭულაძემ განმარტა, თუ რა მოხდება მაშინ, როდესაც „ივანიშვილის რეჟიმი დასრულდება“. მისი განცხადებით, იღებენ პასუხისმგებლობას, რომ „არცერთი სახელმწიფო ინსტიტუციის ფუნქციონირება არ შეფერხდება“ და „თუ რომელიმე მინისტრი ან მაღალჩინოსანი გაიქცევა, ეს არ გამოიწვევს ფუნქციების კოლაფსს“.
„ყველა სასიცოცხლო სახელმწიფო სერვისი, როგორიცაა ჯანდაცვა, ხელფასები და საპენსიო უზრუნველყოფა, მართლწესრიგი თუ სხვა, გარანტირებული იქნება. ხაზგასმით მინდა აღვნიშნოთ, სახელმწიფო ინსტიტუტების მუშაობას უზრუნველყოფენ არა მხოლოდ მინისტრები, არამედ უწყებებში უამრავ სხვადასხვა პოზიციაზე განაწილებული პროფესიონალები. ჩვენ გვაქვს არა მხოლოდ მოლოდინი, არამედ ზუსტად ვიცით, რომ ეს ადამიანები გააგრძელებენ თავიანთი ფუნქციების შესრულებას“, - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
4 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს მართავს, რომელსაც პროევროპული ოპოზიციის უდიდესი ნაწილი ბოიკოტს უცხადებს და თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას უერთდება.
ამ თემაზე:
კობახიძე 4 ოქტომბრის აქციის მონაწილეებს მრავალწლიანი პატიმრობით ემუქრება
