სადამკვირვებლო კოალიცია „ჩემი ხმა“ ამომრჩეველებზე ზეწოლის, კერძოდ, პირადობის მოწმობების ჩამორთმევის და პირადი მონაცემების უკანონოდ შეგროვების შესახებ გავრცელებულ ცნობებს ეხმაურება. როგორც „ჩემი ხმის“ სპიკერმა, „კანონის უზენაესობის ცენტრის“ ხელმძღვანელმა და ყოფილმა სახელმწიფო ინსპექტორმა, ლონდა თოლორაიამ განაცხადა, იკვეთება დანაშაულის ნიშნები, რაზეც შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა გამოძიება უნდა დაიწყონ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
- 5 „ქართული ოცნების“ დე-ფაქტო მთავრობა არალეგიტიმურია - ჰელსინკის კომისია
- 6 სპეცრაზმი რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებს არბევს
„რამდენიმე წყაროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მმართველი პარტიის წარმომადგენლები საჯარო სექტორში დასაქმებულ მოხელეებს და ასევე, სოციალურად დაუცველ პირებს, ართმევენ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებს მათი ნების საწინააღმდეგოდ. ასეთ ფაქტებზე მიუთითებენ ზუგდიდში, ყვარელში, ქუთასისა და თბილისში და შესაბამისად, ატარებს მასშტაბურ ხასიათს.
ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მეთოდების გამოყენება გარდა იმისა, რომ შიშს ნერგავს ამომრჩევლებში, წარმოადგენ ასევე სისხლის სამართლის დანაშაულს“, - განაცხადა თოლორაიამ.
მისივე თქმით, 12 ოქტომბერს ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათში“ გასული ჟურნალისტური გამოძიებიდან ცნობილი გახდა ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების ახალი ფაქტების შესახებ.
„როგორც ირკვევა, საჯარო დაწესებულებებში დასაქმებულ პირებს მასიურად სთხოვენ „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მათი და მათი ოჯახის წევრების პირადი მონაცემების შეგროვებას და მათი შემდგომი დამუშავების მიზნით, მმართველი პარტიისთვის გადაგზავნას. სპეციალურ საიდუმლო სიაში, რომელიც ჟურნალისტის ხელში აღმოჩნდა, შეყვანილი არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროს, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის, ნავთობისა და გაზის კორპორაციის, საჰაერო ნავიგაციის, აეროპორტების გაერთიანების თანამშრომლებისა და მათი ოჯახის წევრების პერსონალური მონაცემები - მათი სახელები, გვარები, პირადი ნომრები, მისამართები და ტელეფონის ნომრები.
გავრცელებული ინფორმაციები აჩენს დასაბუთებულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლებზე, მათ შორის, საჯარო მოხელეების ნებაზე ზეწოლას, რათა მათ ხმა, საკუთარი ნების მიუხედავად, „ქართულ ოცნებას“ მისცენ.
იკვეთება პერსონალური მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და გამოყენების, ამომრჩევლის ნებაზე იძულებითი ზეგავლენის, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და გადამეტების, მაშასადამე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე, 1644, 332-ე და 333-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულების ნიშნები. საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია არის გამოძიების დაწყების საფუძველი, თუმცა ამ დრომდე პასუხისმგებელი საგამოძიებო უწყებები არ აკეთებენ არავითარ განმარტებას მათ მიერ განხორციელებული რეაგირების შესახებ.
მივმართავთ, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და საქართველოს პროკურატურას, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება აღნიშნულ ფაქტებზე და უმოკლეს ვადებში მიაწოდონ საზოგადოებას ინფორმაცია ჩატარებული გამოძიების შესახებ, ვინაიდან ასეთი ფაქტები არსებით ზიანს აყენებს როგორც თითოეულ ამომრჩევლის უფლებას, ასევე ზოგადად არჩევნებს“, - განაცხადა თოლორაიამ
სადამკვირვებლო კოალიცია ყურადღებას ამახვილებს გასულ კვირაში „ქართული ოცნების“ მიერ მიღებულ შემოწირულებებზე და ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელს, რაჟდენ კუპრაშვილს მიმართავს, მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და შემომწირველები შეისწავლოს.
„სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ დამატებით 592 ათასი ლარის შემოწირულება მიიღო. ახალ შემომწირველ კომპანიებს 17 მილიონი ლარი აქვთ მიღებული სახელმწიფო შესყიდვებიდან. მათვე მილიონ ლარამდე სუბსიდია აქვთ მიღებული სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამიდან. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ანტიკორუფციულ ბიუროს, რომელიც გამქრალია საჯარო სივრციდან პრემიერ-მინისტრის მიცემული მითითების საფუძველზე მის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მათი ხელმძღვანელების მიმართ მიღებული უკანონო გადაწყვეტილების გაუქმების შემდეგ, შეისწავლოს მმართველი პარტიის ფინანსური საქმიანობა და მათი შემომწირველები“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.
თოლორაიამ კრიტიკული არხების წინააღმდეგ კომუნიკაციების კომისიის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებიც შეაფასა და აღნიშნა, რომ მარეგულირებლის მიერ „ფორმულას“, „მთავარი არხისა“ და „პირველის“ დაჯარიმება, ასევე, პარტიისთვის „გახარია საქართველოსთვის“ უფასო პოლიტიკური რეკლამის განთავსების შესაძლებლობის არ მიცემა, შემაშფოთებელი ქმედებებია.