სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად დარჩება ვადის ამოწურვის შემდეგაც და მინიმალური, რისი გაკეთებაც ევროკავშირს შეუძლია, მიხეილ ყაველაშვილის არაღიარებაა, რომელიც „მოპარული არჩევნების შემდეგ“ არალეგიტიმური პარლამენტის მიერ არის „დანიშნული“.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-მა მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორის მოადგილე ქრთამის აღების ბრალდებით დააკავა
- 2 რუსეთი კვლავ უკრაინის „დემილიტარიზაციას“ და ნეიტრალურ სტატუსს ითხოვს
- 3 როგორ დაგეგმეს ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობა - პროკურატურამ 5 პირს ბრალი წარუდგინა
- 4 სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში: „ტიტუშკები“, თავდასხმები მედიაზე და დაუსჯელობა
- 5 „ქართულმა ოცნებამ“ 63 მუნიციპალიტეტში მერობის კანდიდატები წარადგინა
- 6 „რესი“: თბილისმა აღაიარა ის, რასაც სამხრეთ ოსეთსა და რუსეთში ამდენი წელი ელოდნენ
„ის გამოყენებული იქნება ჩემთან დასაპირისპირებლად იმისთვის, რომ ჩამომართვან ხალხის ლეგიტიმაცია, რომელიც გამაჩნია და ვიყო ამ ეტაპზე, ერთადერთი დამოუკიდებელი ინსტიტუცია. ასე რომ, თუ ისინი ამას მოკლავენ ახალი პრეზიდენტის ან ეგრეთ წოდებული პრეზიდენტის ყოლით და პროექციით, მაშინ ისინი მიაღწევენ ამას. ამიტომ ვფიქრობ, რომ ევროპელი პარტნიორების პოლიტიკა ამ სიტუაციის მიმართ მათი მიდგომის შესახებ მკაფიო უნდა იყოს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა TVP World-თან ინტერვიუში.
როგორც საქართველოს პრეზიდენტმა თქვა, საქართველოდან წასვლას არ აპირებს.
„საქართველოდან წასვლის შესახებ შეკითხვა არ არსებობს. მე იქ ვრჩები. ვხედავ რაღაც არა მოწოდებებს, მაგრამ წინადადებებს, რომ გავხდე, არ ვიცი, ტიხანოვსკაია [ბელარუსის ოპოზიციის ლიდერი] ან ვენესუელას პრეზიდენტი, რომელიც აღიარეს მას შემდეგ, რაც ის ქვეყნიდან დევნილია.
ეს არ მინდა. რა აზრი აქვს მხარდაჭერას მაშინ, როცა ყველაფერი დამთავრებულია? მე მჭირდება მხარდაჭერა ახლა ჩემს ქვეყანაში, ჩემს ხალხთან ერთად“, - თქვა ზურაბიშვილმა.
ჟურნალისტის შეკითხვას, შიშობს თუ არა საკუთარი თავის, ხალხის გამო, სალომე ზურაბიშვილმა უპასუხა:
„მგონი, ყველას გარკვეულწილად რაღაცის ეშინია, რადგან ჩვენ ნამდვილად პოლიციურ, კრიმინალურ და რუსული ტიპის სახელმწიფოში ვცხოვრობთ. როგორ შეიძლება თქვა, რომ არაფრის გეშინია, მაგრამ ფსონი ძალიან მაღალია, ის ნამდვილად გადამწყვეტია ამ ქვეყნის მომავლისთვის, ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის.
ჩემმა ბებია-ბაბუამ და მშობლებმა დატოვეს ეს ქვეყანა რუსული ოკუპაციის გამო, მე ამას არ ვაპირებ“.
არალეგიტიმურმა პარლამენტმა მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობაზე 14 დეკემბერს აირჩია, 29 დეკემბერს კი მისი ინაუგურაციაა დაგეგმილი.
