ჭიათურაში შეუძლოდ გახდა მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა დაკავებული თანამებრძოლების გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობს. მეორე დღეა, ის არც წყალს იღებს და უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებაზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 6 წელზე მეტი ასაკის ავტომობილების იმპორტი 1-ელი აპრილიდან აიკრძალება
- 2 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 3 18 წლის ბიჭის მკვლელობისთვის ივანე გიგლემიანს უვადო პატიმრობა მიუსაჯეს
- 4 ტელეკომპანია „იმედი“ 1000 ლარად კომპანია „პრაიმ მედია გლობალმა“ იყიდა
- 5 მოზარდზე ძალადობისთვის გლდანი-ნაძალადევის პოლიციის უფროსის მოადგილე დააკავეს
- 6 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
დღეს, 3 ივლისს, ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ორჯერ გამოიძახეს. ექიმის შეფასებით, მიქაცაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა „ძალიან სახიფათოა“. მისივე თქმით, მოშიმშილეს აღენიშნება ტემპერატურა, სისხლში შაქრის დონე კი 21 აქვს.
„დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე და შიმშილობის მე-15 დღე. ამ შიმშილობის მთავარი მიზეზი და მიზანი არის ჩვენი უსამართლოდ დაკავებული ოთხი თანამებრძოლის გათავისუფლება. ველოდებით 17 ივლისს სასამართლო პროცესს. ვიმედოვნებთ, რომ ბიჭები გათავისუფლდებიან და საკუთარ სახლებში დაბრუნდებიან. მაშინ შეწყდება ეს შიმშილობა. პატიმრების გათავისუფლებასთან ერთად, ჩვენი მოთხოვნაა ღირსეული სამუშაო პროცესი და სამსახურში ყველა იმ დასაქმებულის დაბრუნება, ვინც აქამდე მუშაობდა“, - განაცხადა პროტესტის ერთ-ერთმა მონაწილემ, დათო ჩინჩალაძემ.
მაღაროელების აქციის ოთხი მონაწილე მერაბ სარალიძე, გიორგი ნეფარიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი 29 აპრილს, შუქრუთის მაღაროს დირექტორის, თენგო კობერიძის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს.
მოგვიანებით პროკურატურამ დაკავებულებს ბრალი დაუმძიმა – სარალიძესა და ნეფარიძეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მასში მონაწილეობას ედავებიან, რაც 6-დან 9 წლამდე პატიმრობით ისჯება, ხოლო ჭუმბურიძეს და გველესიანს – ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას. მათ 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. 12 ივნისს, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ნიკოლოზ მარგველაშვილმა ოთხივე წინასწარ პატიმრობაში დატოვა.
ჭიათურელი მაღაროელები უწყვეტ საპროტესტო აქციას მართავენ მას შემდეგ, რაც თებერვალში კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ 3500 თანამშრომელი სამსახურიდან დაითხოვა. საპროტესტო აქცია, სამთო მრეწველობის ნაციონალიზაციისა და გადაუხდელი ხელფასების გადახდის მოთხოვნით, თბილისში, მთავრობის ადმინისტრაციასთანაც გაიმართა. მაღაროელების პროტესტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც აპრილის ბოლოს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიმ“, რომელიც „ჯორჯიან მანგანეზის“ ლიცენზიით ოპერირებს, „ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით“ რეორგანიზაცია დაანონსა.
დაკავებული მაღაროელების გათავისუფლების მოთხოვნით შვიდი ადამიანი შიმშილობს. მათგან სამს – მირზა ლოლაძეს, გოგა აბესაძესა და შავლეგ გოგსაძეს პირი აქვთ ამოკერილი.
