ჩინეთის დედაქალაქ პეკინში 3 სექტემბერს დაგეგმილ გამარჯვების აღლუმზე საქართველო მიწვეული არ არის.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 2 სამხედრო გაწვევის უწყება ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ჩაბარებულად ჩაითვლება
- 3 ივანიშვილის გინების შემდეგ, გიორგი კირვალიძეს საპროცესო შეთანხმება გაუუქმეს
- 4 დაურ ბუავას გარდაცვალების საქმეზე კიდევ ორი პირი დააკავეს
- 5 მამუკა მდინარაძისთვის ჩაფიქრებული თანამდებობები უქმდება
- 6 „მხოლოდ წელს“ - „ქართული ოცნება“ 1 795 აბიტურიენტისთვის მეორად ჩარიცხვას აცხადებს
ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით, იაპონიის აგრესიის წინააღმდეგ ჩინეთის სახალხო წინააღმდეგობის ომსა და მსოფლიო ანტიფაშისტურ ომში გამარჯვების 80 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებას 26 ქვეყნის ლიდერები დაესწრებიან.
მიწვეულ უცხოელ ლიდერებს შორის არიან რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, ყაზახეთის პრეზიდენტი კასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო, აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, ჩრდილოეთ კორეის დიქტატორი კიმ ჩენ ინი, ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი, სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდრ ვუჩიჩი, სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო და სხვები.
ღონისძიებაზე არ არის მიწვეული საქართველო, რომელთანაც 2023 წელს ჩინეთმა სტრატეგიული პარტნიორობა დაამყარა.
