ომის დასრულების შემდეგ, რუსეთში სერიოზული პოლიტიკური პროცესები დაიწყება, რომლებსაც შიდა ცვლილებები მოჰყვება. რუსეთიდან გარკვეული ტერიტორიული სუბიექტები გავლენ. მათ ჩვენთვის რეპარაციის გადახდა მოუწევთ. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსმა კირილო ბუდანოვმა „орест-ократия“-სთვის გუშინ მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 4 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 5 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
- 6 გაჩხრიკეს ნანუკა ჟორჟოლიანის, ალეკო ცქიტიშვილის და კიდევ რამდენიმე აქტივისტის სახლები
ბუდანოვი მიიჩნევს, რომ უკრაინასთან ომში კრემლის მარცხი გარდაუვალი პროცესია. ამასთან, ის არ გამორიცხავს, რომ რუსეთს ეს მარცხი ძვირად დაუჯდება, რაც სერიოზულ შიდა პოლიტიკურ ცვლილებებს, კრემლის რეჟიმის დამხობასა და ომის დაწყებით უკრაინისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას, ანუ რეპარაციას გამოიწვევს:
„რაც შეეხება რუსეთისგან განცალკევებულ ტერიტორიებს, მსურს და ვფიქრობ, პირველი კავკასიის რეგიონი იქნება. ასევე, სხვებიც. რუსეთში ძალიან ბევრი ტერიტორიული პრობლემაა. რუსეთი ძალიან დიდ ტერიტორიებს ფლობს და მისი საზღვრები ამ დრომდე გაურკვეველია. დღემდე ამ ტერიტორიებს რუსეთი რეჟიმის გავლენით ინარჩუნებს, თუმცა როგორც კი ეს რეჟიმი დაემხობა, დაიშლება“.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს უფროსის თქმით, რუსეთის ტერიტორიებიდან გასვლის შესახებ გადაწყვეტილებას პირველი ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები მიიღებენ.
18 ოქტომბერს, უკრაინის უმაღლესმა რადამ ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო - ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია რუსეთის მიერ ოკუპირებულად ცნო და ჩეჩნეთის პირველ (1994-1996 წწ) და მეორე (1999-2009 წწ) ომებში, ჩეჩენი ხალხის გენოციდში რუსეთი დაადანაშაულა.
უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ ცივილიზებულ სამყაროსა და საერთაშორისო ორგანიზაციებს იჩქერიაში რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების გამოძიებისკენ, დამნაშავეების დასჯისა და ამ ტერიტორიების ოკუპირებულად აღიარებისკენ მოუწოდა.
რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში ჩრდილოეთ კავკასიის რესპუბლიკები - ადიღე, დაღესტანი, ინგუშეთი, ყაბარდო-ბალყარეთი, ყარაჩაი-ჩერქეზეთი, ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერია, ჩრდილოეთ ოსეთი, ასევე, კრასნოდარის და სტავროპოლის მხარეები.
