2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე, პროევროპულ აქციებზე ან/და აქციებთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 124 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ინფორმაციას „მედიის, ინფორმაციისა და სოციალური კვლევების ცენტრი“ (CMIS) ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 4 დამოუკიდებელი მედიების რედაქტორები ელისო კილაძის საქმის განხილვის საჯაროობას ითხოვენ
- 5 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ორგანიზაცია წერს, რომ თბილისსა და საქართველოს სხვა ქალაქებში მიმდინარე საპროტესტო აქციების გაშუქებისას ჟურნალისტების, ოპერატორებისა და ფოტოგრაფების მუშაობაში ხელშეშლის, სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის, ტექნიკის დაზიანების ან ჩამორთმევის შემთხვევებმა ტენდენციის სახე მიიღო. CMIS-ის მონაცემებით, რეპრესიების სამიზნე ჯამში 147 ჟურნალისტი, ფოტოგრაფი და ოპერატორი გახდა.
„აქედან, 24 რეპორტიორი ერთზე მეტჯერ დაშავდა და დაუზიანდა ტექნიკა, ან/და დაშავდა ფიზიკურად, დაჯარიმდა ან საქმე აღიძრა მათ წინააღმდეგ“, – წერს ორგანიზაცია.
CMIS-ის შეფასებით, ასევე ტენდენციად იქცა საპროტესტო აქციის გაშუქებისას მედიის წარმომადგენლების დაჯარიმება - „ფინანსური ჯარიმა, 5000 ლარის ოდენობით, სავალი გზის გადაკეტვის საფუძვლით, პოლიციამ 17 ჟურნალისტს გამოუწერა“. დაჯარიმებულებს შორის არიან როგორც ტელეკომპანიების, ისე ონაინმედიების თანამშრომლები.
საქართველოში 113 დღეა უწყვეტი პროტესტი მიმდინარეობს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებისა და აქციების დროს დაკავებულთა გათავისუფლების მოთხოვნით. „ქართულმა ოცნებამ“ დემონსტრაციების შესაზღუდად, სხვადასხვა კანონში არაერთი რეპრესიული ცვლილება შეიტანა, მათ შორის, 10-ჯერ გაზარდა ჯარიმა გზის გადაკეტვისთვის, აკრძალა აქციებზე სახის დაფარვა, ლაზერებისა და პიროტექნიკის გამოყენება.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ მონაცემების მიხედვით, 2024 წლის ნოემბრიდან 18 მარტის ჩათვლით, აქციის მონაწილეებზე გზის გადაკეტვისთვის საფუძვლით გამოწერილი ჯარიმების ოდენობა 2 000 000 ლარს აღწევს. 17 მარტს პროკურატურამ დააყადაღა ხუთი ფონდი და ორგანიზაცია, რომლებიც დაჯარიმებულ მოქალაქეებს ჯარიმების გადახდაში ეხმარებოდნენ.
