ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა (მანჩო) გიორგობიანი დააკავეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ზახაროვა: რუსეთის წყალობით საქართველო ეკონომიკის ზრდის რეკორდულ ტემპს აჩვენებს
- 2 ლავროვი: „3+3“ ფორმატში საქართველოსთვის კარი ღიაა
- 3 „სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე კიდევ ერთი პირი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს
- 4 მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღებასთან დაკავშირებით 159 მსჯავრდებული შეიწყალა
- 5 „ოცნება“ გრანტების კანონს კიდევ ამკაცრებს და 6 წლამდე პატიმრობა შემოაქვს
- 6 კალაძე შენობების ფასადების „ვანდალურად მოხატვისთვის“ კანონის გამკაცრებას ითხოვს
დაკავებამდე, 4 ნოემბერს, მანანა გიორგობიანმა „ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა მინისტრს გელა (გეკა) გელაძეს Facebook-ზე მიმართა.
„გელკა გელაძე ხარ თუ ვიღაცა, თავში ხომ არ აგივარდა ბიჭო, აგწევთ ჰაერში მთელ შსს და ჩამოგალაბორანტებ მინისტრობიდან! ჩემი ძმა ბესო კოტრიკაძეა გაჩერებული ქუჩაში არაფრის გამო, ჩემთან წამალი მოაქვს, დედებსმოგიხნავთ თუ არ გამოუშვებთ და ჩემ გადაკიდებას გირჩევნია ორი ტომარა ცემენტი ათრიო. [...] მიუხედავად პოლიტიკური ორიენტაციიისა, არ გამომიყვანოთ ქუჩაში, თორემ განახებთ პროტესტი რას ქვია, შტურმით რომ ვიღებთ მთელ სტრატეგიულ ობიექტებს“, - ეს ამონარიდია გიორგობიანის Facebook-პოსტიდან, რომელიც ამ დროისთვის აღარ იძებნება.
შსს-ს მიერ დღეს, 5 ნოემბერს, გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ 2 ნოემბერს, გვიან ღამით, ბრალდებულმა გიორგობიანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ერთ-ერთი სუპერმარკეტის თანამშრომლებს - 2006 წელს დაბადებულ თ.მ.-ს და 2004 წელს დაბადებულ ე.მ.-ს. შსს-ს განცხადებით, მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა თავის ნაცნობს - 1996 წელს დაბადებულ ჯ.ჩ.-ს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა.
„მათ, სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.უ
უწყება აცხადებს, რომ იდენტიფიცირებულია დანაშაულში მონაწილე ექვსივე პირი. მათი ადგილსამყოფელის დადგენისა და სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
„ქართული ოცნების“ შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარი დაპირისპირების ამსახველ ვიდეოსაც ავრცელებს.
მანანა გიორგობიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე ჯგუფური ძალადობისა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების მულებით არის აღძრული. დანაშაული 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
