პოლიციამ კასპში ყოფილი ცოლის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 1982 წელს დაბადებული ზ.ბ. დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ქალი თბილისში, ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფება. დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის თქმით, მას სხეულის დაახლოებით 50%-იანი დამწვრობა აქვს.
„კასპის კლინიკაში ჩვენი კოლეგების გადმოცემით, თერმული დაზიანების გარდა, ქიმიური დამწვრობაც აქვს მიღებული. აქვს ბასრი საგნით მიყენებული რამდენიმე ნაკვეთი ჭრილობა. დამწვრობაა წელს ზევით - სახეზე, გულ-მკერზე, ზემო კიდურებზე. ამას ემატება სასუნთქი გზების უმძიმესი თერმული დაზიანება“, – განაცხადა ექიმმა.
შსს-ს ცნობით, ბრალდებული წარსულში ნასამართლევია. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს. დანაშაული 20 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
