სამოქალაქო აქტივისტების ცნობით, დაკავებულია საპროტესტო აქციების 9 მონაწილე, მათ შორის მარიამ მეყანწიშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, დავით გიუნაშვილი, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია, თემურ ქურციკიძე და კახა კვაჭანტირაძე. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერ-ჯერობით არ გაუვრცელებია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მარიამ მეყანწიშვილი პროევროპული აქციების აქტიური მონაწილე და 6 წლის ბავშვის დედაა. ის სამი დღის წინ, რუსთაველის გამზირზე მისულ ეუთოს თავმჯდომარეს, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ელინა ვალტონენს გაესაუბრა. აქტივისტების და ოჯახის წევრების თქმით, მისი დაკავების რეალური მიზეზი სწორედ ეს არის.
ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის Facebook-გვერდზე დავით მახარაძე ამბობს, რომ მისი ბიძაშვილი, სიმონ მახარაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს 70-80 შეიარაღებულმა თანამშრომელმა დილის 7 საათზე, სახლში დააკავა.
„ავტომატებით შემოვარდნენ, ბავშვებს იარაღი დაადეს თავზე. 4 წლის ბავშვს ავტომატი დაადეს თავზე. მე არაო - ბავშვი ამბობდა. იცოდნენ, რომ ბავშვები იყვნენ სახლში და ამხელა სპეცოპერაცია ჩაატარა შინაგან საქმეთა სამინისტრომ“, - ამბობს დავით მახარაძე.
გამთენიისას, მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით დააკავეს დავით ღურწკაიაც. როგორც მისი მეუღლე თამარ ჭითანავა ამბობს, დაკავება, სავარაუდოდ, 4 ოქტომბრის საქმეს უკავშირდება.
4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით, დღემდე 46 ადამიანი იყო დაკავებული.
