რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, ირაკლი ქარსელაძის განცხადებით, მოქალაქე ზურაბ ბიბილეიშვილი, რომელიც შოვში დაკარგულად მიიჩნეოდა და პოლიციამ თბილისში იპოვა, სტიქიის ზონაში საერთოდ არ ყოფილა. სიაში მისი სახელი და გვარი შეცდომით მოხვდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რუსეთის 2 361 მოქალაქეს მიანიჭეს საქართველოს მოქალაქეობა 2024 წელს
- 2 უნდა შევძლოთ გადარჩენა და ევროპული მომავლისთვის მუშაობა - ამაღლობელი ციხიდან
- 3 ბრიტანეთმა ადამიანის უფლებების დარღვევის გამო „ოცნების“ 4 მაღალჩინოსანი დაასანქცირა
- 4 პრორუსული „ალტ-ინფო“ აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს
- 5 მერაბ ტურავა „ქართული ოცნების“ მთავრობაში იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
- 6 ჭიათურაში დააკავეს აქციის მონაწილე 4 მაღაროელი - მათ 6 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
ქარსელაძის თქმით, ონის მერიის ცხელ ხაზზე დაფიქსირდა შეტყობინება, რომ კონკრეტულ პიროვნებას ვერ უკავშირდებოდნენ და ეს შოვთან იყო დაკავშირებული, რის შემდეგაც ის ავტომატურად შევიდა დაკარგულთა სიაში.
„როდესაც უკვე უნდა დაკავშირებოდნენ ინიციატორს, ეს კავშირი ვერ შედგა. პარალელურად, ვინაიდან დადასტურება ვერ მივიღეთ ამისა, არც არანაირი სხვა კომუნიკაცია არც ოჯახის წევრებისგან, არც არავისგან არ ყოფილა, ბუნებრივია, ეს პიროვნება რჩებოდა ამ სიაში, მაგრამ დაიწყო ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, იმისთვის, რომ დადასტურებული ყოფილიყო, ეს პიროვნება ნამდვილად დაკარგულია თუ არ არის. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოხდა შეტყობინების ინიციატორის დადგენა, ვისთანაც მოხერხდა უკუკავშირი და მას სთხოვეს დადასტურება.
როდესაც მოხდა უკუკავშირი, დადგინდა, რომ არასწორად იყო მითითებული სახელი და გვარი ამ პიროვნების და როდესაც ინიციატორმა თქვა, რომ ეს სახელი და გვარი კი არა, სხვა სახელი და გვარია, უკვე მოხერხდა ამ პიროვნების ბაზებში დადგენა და მოხდა უშუალოდ ამ პიროვნებასთან დაკავშირება, რომელმაც განაცხადა, რომ არ ყოფილა საერთოდ შოვის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ეს პიროვნება დაკარგულთა სიაში აღარ არის“, - თქვა ირაკლი ქარსელაძემ.
8 აგვისტოს, დღის ბოლოს, ცნობილი გახდა, რომ პოლიციამ თბილისში აღმოაჩინა მოქალაქე, რომელიც შოვში მომხდარი სტიქიის შედეგად დაკარგულთა სიაში იყო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა, თემურ მღებრიშვილმა განაცხადა, არსებობდა კითხვები, მყოფებოდა თუ არა ზურაბ ბიბილეიშვილი სტიქიის ზონაში.
შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, შოვში 14 პირის საძიებო სამუშაოები მიმდინარეობს. 3 აგვისტოდან დღემდე ნაპოვნია 19 ცხედარი, რომელთა დიდი ნაწილი იდენტიფიცირებულია.
