დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე - ISFED

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

„წინასაარჩევნო პერიოდში გამოვლენილმა დარღვევებმა, კერძოდ, ამომრჩეველზე ზეწოლამ, დაშინებამ, პირადობის დამადასტურებელი მოწმობების ჩამორთმევამ, პერსონალური მონაცემების შეგროვებამ და ამომრჩევლის მოსყიდვამ მნიშვნელოვნად დააზიანა არჩევნების მიმართ ნდობა.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

არჩევნების დღესაც „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოავლინა მძიმე დარღვევები: ბიულეტენების ჩაყრა, ხმის მრავალჯერადი მიცემა, ამომრჩევლის უპრეცედენტო მოსყიდვა, დამკვირვირვებლების უბნებიდან გაძევება, ასევე, უბნის გარეთ ამომრჩეველთა მობილიზების, მათი პერსონალური მონაცემების შეგროვებისა და მათი ნების კონტროლის ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნების“ შეფასებით, ამ დარღვევების ერთობლიობას, შესაძლოა არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. ჩვენ მივიჩნევთ, რომ არჩევნების დღე და წინასაარჩევნო პერიოდი ერთობლივად უნდა იქნას შეფასებული არჩევნების დღის საბოლოო შეფასებისთვის“ - განაცხადა „სამართლიანი არჩევნების დირექტორმა ნინო დოლიძემ.

მისივე თქმით, ხმების პარალელური დათვლის მეთოდოლოგიის მიხედვით, ორგანიზაციას არ დაუფიქსირებია მასშტაბური პრობლემები ხმების დათვლის დროს, თუმცა ორგანიზაცია ხაზს უსვამს, რომ წინასაარჩევნო გარემოს პერიოდში და არჩევნების დღეს გამოვლენილმა ფაქტებმა, მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არჩევნების დღეზე და მის შედეგებზე.

ნინო დოლიძემ კენჭისყრის დღეს გამოვლენილი დარღვევები შეაჯამა:

მთელი ქვეყნის მასშტაბით კენჭისყრის პროცესში შეიმჩნეოდა პრობლემური ინციდენტებისა და დარღვევების სიმრავლე. საარჩევნო უბნების 9% არ იცავდა ამომრჩეველთა ხმის მიცემის ფარულობას. ასევე, საარჩევნო უბნების 9%-ზე გამოვლინდა მარკირების პროცედურასთან დაკავშირებული პრობლემები. იყო დამკვირვებლის უფლების შეზღუდვის, ასევე მათი დაშინების, სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობის და საარჩევნო უბნიდან გაძევების შემთხვევებიც, რამდენიმე საარჩევნო უბანში დაფიქსირდა საარჩევნო ყუთში ბიულეტენების მასობრივი ჩაყრისა და მრავალჯერადი ხმის მიცემის ფაქტები.

„სამართლიანი არჩევნები“ აკვირდებოდა უბნის გარე პერიმეტრზე მიმდინარე პროცესებს, რომლებმაც ასევე იქონია გავლენა კენჭისყრის პროცესებზე და შედეგებზე. „სამართლიანმა არჩევნებმა“ საარჩევნო უბნების 11%-ზე გარე პერიმეტრზე გამოავლინა ამომრჩეველთა აღრიცხვის შემთხვევები.

ორგანიზაციამ საარჩევნო უბანთა 11%-ის გარე პერიმეტრზე სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების და მუქარის ფაქტები დააფიქსირა. საარჩევნო უბანთა 19%-ზე გამოვლინდა ამომრჩეველთა მობილიზება და ტრანსპორტირება, ასევე რაც ყველაზე პრობლემურად მიგვაჩნია არის ის, რომ უბნების 13%-ის გარე პერიმეტრზე დაფიქსირდა ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის ფაქტები, რაც ძალიან აღემატება წინა არჩევნების დროს მსგავსი ფაქტების გამოვლენას.

რაც შეეხება, კონკრეტულ პრობლემურ შემთხვევებს, განსაკუთრებით აღსანიშნავია, მაგალითად, საარჩევნო ყუთებში ბიულეტენების ჩაყრის ორი შემთხვევა; მრავალჯერადი ხმის მიცემის 4 შემთხვევა; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის 25 შემთხვევა; დამკვირვებლის უფლების შეზღუდვისა და უბნიდან გაძევების 11 შემთხვევა; 1-ზე მეტი ბიულეტენის გაცემის 18 შემთხვევა; გადასატან სარჩევნო ყუთთან დაკავშირებული 14 შემთხვევა. ასევე, ვნახეთ ელექტრონულ აპარატებთან დაკავშირებული შემთხვევები. განსაკუთრებით პრობლემური იყო, უბნის მოწყობასთან დაკავშირებული პრობლემები, როდესაც დამკვირვებელს სათანადოდ არ ეძლეოდა ვერიფიკაციის პროცესზე დაკვირვების შესაძლებლობა.

„სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებლებმა, საბოლოოდ, 200-ზე მეტი საჩივარი შეიტანეს. აქედან, 100-ზე მეტი არის საუბნო საარჩევნო კომისიებში, ხოლო 97 -საოლქო საარჩევნო კომისიაში. 70-ამდე შენიშვნა დაფიქსირდა ჩანაწერთა წიგნში. ასევე, 1 საჩივარი შეტანილია ცესკო-ში. უბნის გარე პერიმეტრთან დაკავშირებით, დაახლოებით 100-ზე მეტი ინციდენტი იყო. დაახლოებით 170 ინციდენტი უბნის შიგნით“,- განაცხადა ნინო დოლიძემ.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.