92 წლის ასაკში კინორეჟისორი ელდარ შენგელაია გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას „ნატო ვაჩნაძის ფონდი“ ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 რა მოხდა თელავის სასტუმროში, სადაც რუსეთის მოქალაქის ცემის ბრალდებით მამაკაცი დააკავეს
- 2 საპატრულო პოლიციამ შშმ პირს მანქანაში ჩააფსმევინა, შსს-ს 10 ათასის გადახდა დაეკისრა
- 3 283 ქოთანი და 7 კგ გამომშრალი მარიხუანა - დიზაინერ რატი რატიანს 15 წელი მიუსაჯეს
- 4 გაუპატიურება, წამება და დაკარგული ჩვილი - ნატა ვიბლიანის საქმეზე გამოძიება დაიწყო
- 5 ბანკირის ენერგოპროექტი - გოგნის ქარის ელექტროსადგურისთვის კოლხურ ტყეებს გაჩეხავენ
- 6 სოხუმი მასშტაბური ენერგოკოლაფსის მიზეზად ენგურჰესზე მომხდარ ავარიას ასახელებს
ელდარ შენგელაია 1933 წლის 26 იანვარს, თბილისში დაიბადა. 1958 წელს დაამთავრა მოსკოვის საკავშირო სახელმწიფო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი. 1957-1959 წლებში კინოსტუდია „მოსფილმის“, ხოლო 1960 წლიდან კინოსტუდია „ქართული ფილმის“კინორეჟისორი იყო.
ელდარ შენგელაია დამდგმელი რეჟისორია ისეთი ფილმებისა, როგორებიცაა: „თეთრი ქარავანი“ (1964), „მიქელა“ (1965), „არაჩეულებრივი გამოფენა“ (1969), „შერეკილები“ (1973), „სამანიშვილის დედინაცვალი“ (1977), „ცისფერი მთები ანუ დაუჯერებელი ამბავი“ (1983) და ა.შ.
რეჟისორის საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატიც იყო, 1990-1991წლებში გახლდათ საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ელდარ შენგელაია საქართველოს მესამე, მეოღხე, მეხუთე და მეექვსე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო. 1999-2004 წლებში ის დეპუტატი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირის“ პარტიული სიით გახდა, ხოლო 2004-2008 წლებში - „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატების“ სიით. 2008-2021 წლებში კინორეჟისორი საქართველოს პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა.
ელდარ შენგელაიას თბილისის საპატიო მოქალაქე (2022 წელი) და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლესი ჯილდოს, წმინდა გიორგის ოქროს ორდენის მფლობელი იყო. ასევე, მიღებული ჰქონდა საქართველოს ლენინური კომკავშირის პრემია, შრომის წითელი დროშის ორდენი, სსრკ-ის სახელმწიფო პრემია და შოთა რუსთაველის სახელობის პრემია.
