ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია (სემეკი) 29 დეკემბრის სხდომაზე ელექტოენერგიის ახალ - გაზრდილ სამომხმარებლო ტარიფებს დაადგენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ნარმანიას თქმით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, ელექტროენერგია მომხმარებლებს „3-თეთრიანი შემცირებული ტარიფით“ მიეწოდებოდათ.
სემეკი ბუნებრივი აირის ტარიფებსაც გადახედავს. ამ მიმართულებით, როგორც ნარმანიამ თქვა, ტარიფების ზრდის წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს - „შესაძლოა, ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს“.
„ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს, თუმცა, დღეს კონკრეტული ციფრის და კონკრეტული ზრდის პროცენტის დასახელება გამიჭირდება, ვინაიდან მარეგულირებელი კომისია ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს საკითხზე“, – აღნიშნა ნარმანიამ.
მისივე თქმით, ტარიფზე გავლენას ახდენს ენერგოკომპანიების მიერ განსახორციელებელი ინვესტიციები და გაძვირებული ენერგია.
„მომდევნო 5 წლის განმავლობაში, რეგიონებში, „ენერგო პროს“ მიერ მილიარდ-ნახევარ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეს ეხება გადამცემ ხაზებს, ქვესადგურების, ტრანსფორმატორების მოდერნიზაციას და ის ხშირი ავარიები, გამორთვები, ძაბვასთან დაკავშირებული პრობლემები, რაც რეგიონებშია, ამ ინვესტიციის განხორციელების შედეგად ეტაპობრივად მოგვარდება. „თელასის“ ქსელში, მომდევნო 5 წლის განმავლობაში, 400 მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
სემეკში აღნიშნავენ, რომ მეზობელ და ევროპის ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში მოქმედი ტარიფები ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.
