თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ პარტია „დროას“ ლიდერი, ელენე ხოშტარია დამნაშავედ ცნო და მას ერთი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა „ქართული ოცნების“ საარჩევნო ბანერზე საპროტესტო წარწერის გაკეთების გამო.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 კობახიძე ეთნიკური ქართველებისთვის მოქალაქეობის მიღების გამარტივებას აანონსებს
- 2 6 წელზე ძველი მანქანების იმპორტი აღარ აიკრძალება - განბაჟების ტარიფი 6-ჯერ იზრდება
- 3 მზია ამაღლობელის მესამე სარჩელი სტრასბურგში პოლიციის მხრიდან სასტიკ მოპყრობას ეხება
- 4 ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის სიკვდილი დადასტურდა
- 5 კობახიძე სტამბოლის კონვენციიდან შესაძლო გასვლაზე - მზად ვართ, ამ საკითხზე ვიმუშაოთ
- 6 მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი ილია II-ის დაკრძალვაზე ჩამოვა
ოპოზიციონერი პოლიტიკოსი სისხლის სამართლის საქმეზე გამართულ არცერთ სხდომას არ დასწრებია. იგი სასამართლოში არც დღეს მივიდა.
ელენე ხოშტარია 2025 წლის 15 სექტემბერს, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წინ დააკავეს. დაკავებამდე ერთი დღით ადრე მან თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე, კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან განთავსებულ ბანერს დააწერა „რუსული ოცნება“.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ხოშტარია განმარტავდა, რომ ამ ქმედებით სოლიდარობას უცხადებდა 23 წლის სტუდენტს, მეგი დიასამიძეს, რომელიც მანამდე ანალოგიური ბრალდებით, კალაძის ბანერის დაზიანებისთვის დააკავეს.
პროკურატურამ პოლიტიკოსს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სხვისი ნივთის დაზიანება) წარუდგინა, რაც 1-დან 5 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს. საგამოძიებო უწყების მტკიცებით, ხოშტარიას ქმედებამ ჯამში 570 ლარის ოდენობის ქონებრივი ზიანი გამოიწვია.
თავდაპირველად, ელენე ხოშტარიას აღკვეთის ღონისძიების სახით 5 000 ლარის ოდენობით საპატიმრო გირაო ჰქონდა შეფარდებული, თუმცა მან თანხის გადახდაზე კატეგორიული უარი განაცხადა.
„ვინმეს მიერ ჩემი გირაოს შეტანა იქნება ჩემთვის გულში დანის ჩარტყმა, არავის ვაძლევ ამის უფლებას“, - მიმართა მან მაშინ მხარდამჭერებს.
პატიმრობის პერიოდში „დროას“ დამფუძნებელს ბრალი ე.წ. „საბოტაჟის საქმეზეც“ წარუდგინეს. პროკურატურის ვერსიით, იგი საჯაროდ მოუწოდებდა რევოლუციისა და ხელისუფლების დამხობისკენ. გარდა ამისა, მას ბრალად ედება უცხო ქვეყნების წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდება, რასაც, გამოძიების თქმით, საქართველოს 300-მდე მოქალაქისთვის სანქციების დაწესება მოჰყვა. აღნიშნულ მუხლზე ხოშტარიასა და სხვა ბრალდებულ პოლიტიკოსებს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
12 მარტს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომლითაც საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციონერი პოლიტიკოსის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდა.
