„ქართული ოცნების“ პარლამენტმა, 79 ხმით 11-ის წინააღმდეგ, საარჩევნო კოდექსის ახალი რედაქცია დაამტკიცა. ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება, რომელიც კოდექსში შევიდა, ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მსგავსად, საქართველოს პარლამენტის არჩევნები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში გაიმართება. შედეგად, ამომრჩეველს რომელიც იმყოფება საზღვარგარეთ, შესაძლებლობა ექნება არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მისივე რეგისტრაციის ან ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მისამართის მიხედვით.
საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ავტორი დავით მათიკაშვილი აცხადებდა, რომ არჩევანის გაკეთების დროს საჭიროა ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სიტუაციის ანალიზი და არსებული რეალობის გათვალისწინება, რასაც საზღვარგარეთ მცხოვრები მოქალაქე მოკლებულია.
„სხვადასხვა იურისდიქციის პირობებში მყოფი ჩვენი მოქალაქეები, ნებსით თუ უნებლიეთ, გარკვეულწილად ექვემდებარებიან იმ მოცემულობას რაც ადგილსამყოფელ ქვეყანაში არის. ამიტომაც, მათთვის იქ გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება, გარე ზეწოლის გარეშე ხშირად ვერ ხდება“, - ამბობდა მათიკაშვილი.
კოდექსში სხვა არაერთი ცვლილება შევიდა. მათ შორის, შეიცვალა არჩევნების დღეს საუბნო საარჩევნო კომისიის განთავსების შენობიდან გაძევების წესი და გაძევებულ პირს ეკრძალება კენჭისყრის დღეს შევიდეს/იმყოფებოდეს ნებისმიერ საარჩევნო უბანში/კენჭისყრის შენობაში, გარდა საარჩევნო უბანზე ხმის მიცემის შემთხვევისა.
იცვლება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურები - პარტია უფლებამოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი-წარადგენს უპარტიო კანდიდატს. სხვა შემთხვევაში კანდიდატი არ გატარდება რეგისტრაციაში ან რეგისტრირებულ კანდიდატს გაუუქმდება რეგისტრაცია.
საარჩევნო კოდექსით განისაზღვრება, რომ ნასამართლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი, იმ შემთხვევაშიც, თუ მას სასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა.
