„საქართველოს ხალხი იმსახურებს დემოკრატიას და არა ავტოკრატიას. მათ ევროპასთან ინტეგრაცია სურთ და არა იზოლაცია. ჩვენ მათ გვერდით ვდგავართ თავისუფლებისთვის ბრძოლაში და მოვუწოდებთ ევროკავშირს, სანქციები დააწესოს მათზე, ვინც ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებებს საქართველოში“, – ევროპის სახალხო პარტია საქართველოში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
განცხადების მიხედვით, მაშინ, როდესაც ქართველი ხალხი აგრძელებს ბრძოლას თავისი თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის, ბიძინა ივანიშვილის „ქართულმა ოცნებამ“, რეჟიმის ოპონენტების წინააღმდეგ მასობრივი რეპრესიებისა და ძალადობის ფონზე, ჩაატარა კიდევ ერთი ყალბი არჩევნები, რომელსაც საქართველოს ისტორიაში ყველაზე დაბალი აქტივობა ჰქონდა და რომელსაც ძირითადი ოპოზიციური პარტიები ბოიკოტს უცხადებდნენ.
„ბოლო დაპატიმრებები და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების მხრიდან შემდგომი დევნის მუქარა მიზნად ისახავს ხალხის პროტესტის უფლების შეზღუდვას, პროდასავლური ოპოზიციის აღმოფხვრას და საზოგადოებაში სრული შიშის დათესვას.
მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს ძალადობა და რეპრესიები და პატივი სცეს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
მოვუწოდებთ ევროკავშირს და მის წევრ სახელმწიფოებს, დააწესონ მიზანმიმართული სანქციები ბიძინა ივანიშვილისა და მისი ხელშემწყობი პირების მიმართ, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის ძირის გამოთხრაში“, – ვკითხულობთ განცხადებაში.
ევროპის სახალხო პარტია (EPP) ევროკავშირის ყველაზე პოლიტიკური ოჯახია. საქართველოდან მასში გაწევრიანებული არიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.
