საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დღეს, 25 ოქტომბერს, რეზერვებიდან კიდევ 40 მილიონი აშშ დოლარი გაყიდა, თუმცა, ეროვნული ვალუტა დოლართან 0.24 თეთრით, ევროსთან კი 0.86 თეთრით გაუფასურდა. დღევანდელი ვაჭრობის შედეგად ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7198 ლარი გახდა, ევროსი - 2.9442 ლარი.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 4 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
„2024 წლის 25 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა გაყიდა 40 000 000 აშშ დოლარი. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.7199 შეადგინა“, - წერია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
ოქტომბერში, ეროვნულმა ბანკმა უკვე ოთხი ინტერვენცია განახორციელა და ჯამში 213 400 000 დოლარი გაყიდა:
- 8 ოქტომბერი - აუქციონზე გაიყიდა 48 500 000 აშშ დოლარი;
- 16 ოქტომბერი - აუქციონზე გაიყიდა 64 900 000 აშშ დოლარი;
- 23 ოქტომბერი - აუქციონზე გაიყიდა 60 000 000 აშშ დოლარი;
- 25 ოქტომბერი - აუქციონზე გაიყიდა 40 000 000 აშშ დოლარი.
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.
