„ქართულ ოცნებასთან“ აფილირებული ანტიდასავლური პოლიტიკური მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ჩამოყალიბებასა და მომავალ საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
„გარედან წამოსული არნახული ზეწოლის, ამ მიმართულებით ხელისუფლების უმოქმედობისა და ოპოზიციის ანტიქართული საქმიანობის ფონზე მივიღეთ გადაწყვეტილება, განვაცხადოთ პოლიტიკური პარტიის დაფუძნების თაობაზე. იმ პასუხისმგებლობის გათვალისწინებით, რაც გაგვაჩნია ჩვენი ქვეყნის და ხალხის წინაშე, ვეღარ დავრჩებით ევროილუზიაში მყოფი ხელისუფლებისა და უსამშობლო, აგენტურული ოპოზიციის იმედად“, – თქვა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ვატო შაქარიშვილმა დღეს, 29 ოქტომბერს გამართულ ბრიფინგზე.
პარტიის დამფუძნებელი ყრილობის ჩატარება „უახლოეს პერიოდში“ იგეგმება, რის შემდეგაც, ვატო შაქარიშვილის თქმით, დაიწყებენ მზადებას საპარლამენტო არჩევნებისთვის.
როგორც ვატო შაქარიშვილმა განაცხადა, საქართველოს ხელისუფლებამ უარი უნდა თქვას „პოლიტიკურად და ეკონომიკურად დეგრადირებულ ევროკავშირში გაწევრიანებაზე, ვიდრე არ მოხდება ამ გაერთიანებაში ჭეშმარიტი ევროპული, დემოკრატიული და სამართლიანი ღირებულებების რეანიმაცია“.
„სამწუხაროდ, დღეს ისე ჩანს, რომ არც ევროკავშირს და არც ამერიკას სუვერენული საქართველო არაფერში სჭირდებათ, მათ ჩვენი ქვეყანა საზარბაზნე ხორცად ჰყავთ მონიშნული, რომლის სათავეში თავიანთი აგენტები უნდა იყვნენ“, – განაცხადა შაქარიშვილმა.
ბრიფინგს ასევე ესწრებოდნენ ლევან ნიკოლეიშვილი, ნანა კაკაბაძე, ბიძინა გიორგობიანი და გელა ნიკოლაიშვილი.
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ პარტიად ყალიბდება იმ დროს, როდესაც „ქართული ოცნება“ ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტიების – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“, „ახალის“ და „ლელო - ძლიერი საქართველოს“ არაკონსტიტუციურად გამოცხადებას აპირებს.
