უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის დაწყების წლისთავამდე ოთხი დღით ადრე, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მოულოდნელი ვიზიტით კიევში ჩავიდა და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. 2008 წლის შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი უკრაინას პირველად ეწვია.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 პუტინის თქმით, საქართველოს ხელისუფლების სიმამაცით გაკვირვებულია
- 4 ოპოზიციური პარტიები 24 ნოემბერს პარლამენტთან აქციას და ღამისთევას აანონსებენ
- 5 პარლამენტი აღარ არსებობს, რადგან ერთმა პარტიამ თავზე დაიხია კონსტიტუცია - ზურაბიშვილი
- 6 არალეგიტიმური პრემიერი შსს-ს მომიტინგეებზე სასტიკი ძალადობისთვის მადლობას უხდის
როგორც ზელენსკიმ განაცხადა, ეს ვიზიტი უმნიშვნელოვანესია უკრაინისა და ამერიკის ურთიერთობების ისტორიაში, რადგან შედგა ყველაზე რთულ პერიოდში, როდესაც უკრაინის სახელმწიფო საკუთარი და ყველა ევროპელის, თავისუფალის სამყაროს ყველა ადამიანის თავისუფლებისთვის იბრძვის.
„მე და შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გავმართეთ მოლაპარაკებები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში. ეს იყო საუბარი, რომელიც ნამდვილად აახლოებს ჩვენს საერთო გამარჯვებას ამ ომში. ჩვენ შეგვიძლია და უნდა გავაკეთოთ ისე, რომ 2023 წელი გამარჯვების წელი გახდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ მედიასთან.
მისივე თქმით, უკრაინის, მთლიანად ევროპისა და დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ რუსეთის არაპროვოცირებული და დანაშაულებრივი ომი უნდა დასრულდეს რუსული ოკუპაციისგან უკრაინული მიწის გაწმენდით და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტიებით როგორც უკრაინისთვის, ისე ევროპისა და მთელი მსოფლიოსთვის.
„სწორედ ახლა და სწორედ უკრაინაში წყდება საერთაშორისო წესრიგის ბედი, რომელიც წესებზე დაფუძნებულ მსოფლიო წესრიგის კანონებს ემყარება. ჩვენ, პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად, ჩვენს მოკავშირეებთან და პარტნიორებთან ერთად, მომავალშიც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დემოკრატიულმა მსოფლიომ გაიმარჯვოს ამ ისტორიულ ბრძოლაში“, - თქვა ზელენსკიმ.
ამრიკის პრეზიდენტის ვიზიტის შესახებ წინასწარ არაფერი იყო ცნობილი. თეთრი სახლის ინფორმაციით, 20-22 თებერვალს ბაიდენი პოლონეთში უნდა ჩასულიყო და ქვეყნის პრეზიდენტს, ანჯეი დუდას შეხვედროდა.
New York Times-ის ინფორმაციით, ჯო ბაიდენი კიევში პოლონეთიდან მატარებლით ჩავიდა - ისე, როგორც ეს მანამდე არაერთმა ამერიკელმა თუ ევროპელმა სახელმწიფო თანამდებობის პირმა გააკეთა. მას თან ახლდა მრჩეველი უსაფრთხეობის საკითხებში ჯეიკ სალივანი.
ბაიდენმა ზელენსკისთან ერთად კიევის ცენტრში გაიარა და წმინდა მიხეილის ოქროსგუმბათოვან მონასტერშიც იმყოფებოდა. როგორც მან თქვა, პუტინი ერთი წლის წინ, როდესაც უკრაინაში შეიჭრა, ფიქრობდა, რომ უკრაინა სუსტი იყო, დასავლეთი კი დანაწევრებული, მაგრამ შეცდა.
„ერთი წლის წინ, იმ ბნელ ღამეს მსოფლიო ემზადებოდა კიევის შესაძლო დაცემისთვის, თუმცა ერთი წელი გავიდა, კიევი კი ფეხზე დგას. უკრაინაც ფეხზე დგას და ფეხზე დგას დემოკრატია. ხოლო ამერიკა თქვენს გვერდით დგას და მთელი მსოფლიო გეხმარებათ. უკრაინის პრეზიდენტი და უკრაინის მოქალაქეები ყოველდღე შეახსენებენ მსოფლიოს, რას ნიშნავს ვაჟკაცობა და სიმამაცე. ეს ნამდვილად შთამბეჭდავია, გვახსენებს, რომ თავისუფლებას ფასი არ აქვს. ის ფასდაუდებელია და მისთვის საჭიროა იმდენი ბრძოლა, რამდენიც საჭირო იქნება. სწორედ ამდენი ხანი დავრჩებით თქვენს გვერდით“, - განაცხადა ბაიდენმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტის გამოყოფის შესახებ განაცხადა. გარდა ამისა, თქვა, რომ უახლოეს მომავალში ახალი სანქციები დაწესდება, რაც მიმართული იქნება არსებული სასანქციო მექანიზმების გვერდის ავლის აღკვეთაზე.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ჯო ბაიდენი და ვოლოდიმირ ზელენსკი ერთმანეთს პირისპირ მეორედ შევხდნენ. პირველი შეხვედრა გასული წლის დეკემბერში შედგა, როდესაც ზელენსკიმ რუსეთის შეჭრის შემდეგ ქვეყანა პირველად დატოვა და ვაშინგტონში გაემგზავრა.