ესტონეთში შესვლა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს აეკრძალა - სია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

დღეს, 3 მარტს, ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ გამოსცა ბრძანება, რომლის მიხედვითაც, ესტონეთში შესვლა აეკრძალა საქართველოს კიდევ 55 მოქალაქეს.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

სიაში შედიან მოსამართლეები, პროკურორები, პოლიციის მაღალჩინოსნები და „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები, რომლებიც, მარგუს ცაჰკნას განცხადებით, პასუხისმგებლები არიან მომიტინგეების დევნაზე, მონაწილეობდნენ ძალადობაში, ან იმუქრებოდნენ ძალადობით.

„საქართველოში მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციის ლიდერების მიმართ გამოყენებული ძალადობა მიუღებელი და დანაშაულებრივია, წარმოადგენს ადამიანის უფლებების დარღვევას“, - განაცხადა ცაჰკნამ.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სანქცირებულთა შორის არიან:

  • მოსამართლეები - ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, თაღონიძე, გულიკო კაჟაშვილი, ქეთევან ჯაჭვაძე, ნინო თარაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ეკა ბარბაქაძე, მალხაზ ოქროპირაშვილი, ნინო სახელაშვილი, ვერა დოლიძე.
  • პროკურორები - ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე.
  • პოლიციის ოფიცრები - გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარი ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე.
  • აჭარის რეგიონის პოლიციის მაღალჩინოსნები - გრიგოლ ბასილია, დავით ათაბეგაშვილი, ირაკლი დგებუაძე, გოჩა ვანაძე.
  • „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრები - ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ასევე, ყოფილი დეპუტატი, ბექა ოდიშარია.
  • „ალტ-ინფოსთან“ მედია პლატფორმის და პოლიტიკური მოძრაობის ლიდერები - კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე.

ესტონეთს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა საქართველოს სულ 83 მოქალაქეზე აქვს დაწესებული, მათ შორისაა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და სპეცრაზმის უფროსი ზვიად ხარაზიშვილი.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს შპს საქართველოს ამბები.