ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) მოქმედი თავმჯდომარე, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ელინა ვალტონენი თბილისში, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე მივიდა და უწყვეტი პროევროპული პროტესტის მონაწილეებს მხარდაჭერა გამოუცხადა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სტრასბურგის სასამართლომ გელა მთივლიშვილის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო
- 2 დიდმა ბრიტანეთმა ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა
- 3 გაგლოევმა „ძალოვნებს“ დაავალა 4 ოქტომბრის არჩევნების წინ ე.წ. საზღვარზე სიტუაცია გააკონტროლონ
- 4 სუს-მა ძებნა გამოაცხადა ლილუაშვილის ნათესავსა და ვანში „ოცნების“ დეპუტატზე, ბიჭიკო პაიკიძეზე
- 5 გოცირიძე: ამ მასშტაბის ფულის გათეთრება ვერ ხერხდება ხელისუფლების მფარველობის გარეშე
- 6 „გამოიწვია ქონებრივი ზიანი 570 ლარის ოდენობით“ – პროკურატურამ ელენე ხოშტარიას ბრალი წარუდგინა
„პარლამენტის შენობის წინ, საქართველოში, შვიდობიანი მომიტინგეები არიან შეკრებილნი, რათა გამოხატონ შეშფოთება მათი ქვეყნის რეპრესიული მიმართულების გამო.
მათ აქვთ სრული უფლება ჰქონდეთ დემოკრატია, გამოხატვის თავისუფლება და ადამიანის ძირითადი უფლებები.
ჩვენ აქ ვართ, რათა მხარი დავუჭიროთ მათ“, - დაწერა ვალტონენმა პლატფორმა X-ზე
ვალტონენი საქართველოში სამხრეთ კავკასიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. დღეს, 14 ოქტომბერს, თბილისში მან შეხვედრები გამართა „ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, ასევე, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვალტონენის თქმით, ბოჭორიშვილთან შეხვედრის დროს გამოთქვა შეშფოთება საქართველოში არსებული შიდა ვითარების გამო.
„ადამიანის უფლებებისა და ფუნდამენტური თავისუფლებების დაცვა მედეგობისა და სუვერენიტეტის გასაღებია.
საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისისა და მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის არაერთი მოწოდების მიუხედავად, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი მომიტინგეებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების მიმართ რეპრესიები გრძელდება.
ამ ხმების გაჩუმება ძირს უთხრის არა მხოლოდ დემოკრატიულ ღირებულებებს, არამედ საზოგადოების მდგრადობას მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების წინაშე“, - განაცხადა ვალტონენიმ.
მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ უნდა იპოვოს გამოსავალი კრიზისიდან და დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობა აღადგინოს.
„ეუთო დახმარებისთვის მზადაა“, - აღნიშნა ელინა ვალტონენიმ.
ეუთოს თავმჯდომარე გუშინ სომხეთში იმყოფებოდა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა, საქართველოდან კი აზერბაიჯანში გაემგზავრება.
