2025 წელს ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან სამშობლოში საქართველოს 10 475 მოქალაქე დააბრუნეს. „ევროსტატის“ (Eurostat) მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ამ მაჩვენებლით საქართველო მხოლოდ თურქეთს (13 405 მოქალაქე) ჩამორჩება და უსწრებს ისეთ ქვეყნებს, როგორებიცაა: სირია (8 370), ალბანეთი (8 020), რუსეთი (5 725), მოლდოვა (5 005), კოლუმბია (4 685), მაროკო (4 515), ინდოეთი (3 935) და სხვა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 ნარკოტიკების ზედოზირებას თბილისში კიდევ 3 ახალგაზრდა ემსხვერპლა
- 2 ვლადიკავკაზში ქორწილის მონაწილეები საქართველოს დროშების გამოყენებისთვის დააპატიმრეს
- 3 ქართველი სამხედრო მფრინავი ზვიად ბექაური დაიღუპა კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში
- 4 გორში პოლიციელების მიერ ნაცემი პირი წინააღმდეგობის გაწევის ბრალდებით დააკავეს
- 5 პანკისში მალხაზ მაჩალიკაშვილის ავტომობილი დააზიანეს
- 6 გიგა ავალიანის საქმე: დემეტრე ჩიქოვანს 9 წელი და 9 თვე, ანი ნასყიდაშვილს 5 წელი და 3 თვე მიესაჯა
გასულ წელს ევროკავშირიდან მესამე ქვეყნების მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების მაჩვენებელი საგრძნობლად, 20.9%-ით გაიზარდა. თუ 2024 წელს ეს რიცხვი 112 040-ს შეადგენდა, 2025 წელს 135 460 შეადგინა.
ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის მესამე ქვეყნების მოქალაქეთა გაძევების მაჩვენებლით გერმანია ლიდერობს (29 295 მოქალაქე). მას მოსდევს საფრანგეთი (14 940) და შვედეთი (11 250).
ამავე პერიოდში ევროკავშირში თავშესაფარი პირველად მოითხოვა 12 505-მა ქართველმა, რომელთაგან 1 920 ბავშვი იყო. საქართველოს მოქალაქეები ყველაზე ხშირად თავშესაფარს საფრანგეთში, იტალიაში, ბელგიაში, ირლანდიასა და საბერძნეთში ითხოვენ.
გარდა ამისა, სტატისტიკის თანახმად, 2025 წელს ევროკავშირში შესვლაზე უარი ეთქვა საქართველოს 4 785 მოქალაქეს.
