ევროკავშირის წევრი ქვეყნების მინისტრები რუსული გაზის იმპორტის თანდათანობითი შეწყვეტის გეგმაზე შეთანხმდნენ. ახალი რეგულაცია ორშაბათს, 26 იანვარს, ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე დაამტკიცეს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ოთარ ფარცხალაძე ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაშია ბრალდებული
- 4 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 5 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 6 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
შეთანხმების თანახმად, ევროკავშირი რუსული თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს 2027 წლის დასაწყისიდან, ხოლო მილსადენებით გაზის იმპორტს 2027 წლის შემოდგომისთვის შეწყვეტს.
საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში და თუ მარაგების უსაფრთხოება სერიოზულად საფრთხის ქვეშაა ევროკავშირის ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, ევროკომისიას შეუძლია იმპორტის აკრძალვა ოთხ კვირამდე შეაჩეროს.
ახალი წესების შეუსრულებლობა ფიზიკური პირების და კომპანიების დაჯარიმებას გამოიწვევს.
ევროკავშირის ქვეყნებმა 2026 წლის 1-ელ მარტამდე უნდა მოამზადონ ეროვნული გეგმები გაზის მარაგების დივერსიფიკაციისთვის.
საკითხი ისე იყო დასმული, რომ მას ევროკავშირის ყველა ქვეყნის ერთსულოვანი დამტკიცება არ სჭირდებოდა. უნგრეთისა და სლოვაკეთის წარმომადგენლებმა აკრძალვის წინააღმდეგ მისცეს ხმა, ხოლო ბულგარეთმა თავი შეიკავა. უნგრეთმა განაცხადა, რომ გადაწყვეტილებას მართლმსაჯულების ევროპულ სასამართლოში გაასაჩივრებს.
2022 წლამდე ევროკავშირის გაზის 40%-ზე მეტი რუსეთიდან იყო. უახლესი მონაცემების თანახმად, ეს წილი 2025 წელს დაახლოებით 13%-მდე შემცირდა. ევროკავშირის რიგი ქვეყნები, ძირითადად უნგრეთი და სლოვაკეთი, რუსულ გაზს კვლავ ყიდულობენ და დიდწილად რუსეთის ენერგომომარაგებაზე არიან დამოკიდებულნი.
რუსულ საწვავზე დამოკიდებულების თანდათანობით შემცირების გადაწყვეტილება ევროკავშირის ქვეყნებმა 2022 წლის მარტში, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ მიიღეს.
