„ევრონიუს ჯორჯია“ განცხადებას ავრცელებს, საიდანაც ირკვევა, რომ ტელეკომპანია საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას წყვეტს და „მთავარ აქცენტს“ გააკეთებს „ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ“ საერთაშორისო კონტენტზე.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 Nestle-მ ჩვილ ბავშვთა საკვების ნაწილი გაყიდვებიდან ამოიღო ტოქსინის გამო
- 2 კადიროვმა თავისი 20 წლის ვაჟი, ახმატი, ჩეჩნეთის ვიცე-პრემიერად დანიშნა
- 3 ტრამპის გადაწყვეტილებით, აშშ 66 საერთაშორისო ორგანიზაციას ტოვებს
- 4 ირაკლი ღარიბაშვილი მხნედაა, საზოგადოებისთვის გზავნილი არ დაუბარებია – ადვოკატი
- 5 ცხინვალში განაცხადეს, რომ ვენესუელის გადაწყვეტილების კანონიერება თბილისის შესაფასებელი არ არის
- 6 მარნეულის ბაზარში სროლის შედეგად დაჭრილი 26 წლის მამაკაცი საავადმყოფოში გარდაიცვალა
ბიზნესმენ გიორგი რამიშვილის კომპანიას, შპს „სილქ მედიასა“ და ფრანგულ სამაუწყებლო კომპანია „ევრონიუსს“ შორის პარტნიორული ხელშეკრულება 2019 წელს გაფორმდა. მომდევნო წესლ „ევრონიუს ჯორჯიამ“ მაუწყებლობა დაიწყო და მის ეთერში მუდმივად გადიოდა საქართველოში მომზადებული სიჟეტები.
„შპს „სილქ მედიაში“ ფინანსური მდგომარეობის ანალიზის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში სატელევიზიო სარეკლამო ბაზარზე არსებული ტენდენციების გათვალისწინებით, ტელევიზიის მოქმედი სამაუწყებლო მოდელი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის გენერირებას, ტელევიზიის საოპერაციო ხარჯების და Euronews SA-სთან გაფორმებული ფრანშიზის ხელშეკრულების მიხედვით შესასრულებელი ფინანსური ვალდებულების დასაფარად.
ზემოაღნიშნული ფაქტორების გათვალისწინებით, კომპანიის სტარტეგიული განვითარების ფარგლებში მიღებულია ტელევიზიის ახალ ფორმატზე გადასვლის გადაწყვეტილება.
განახლებული მოდელის ფარგლებში მთავარი აქცენტი გაკეთდება ქართული აუდიტორიისთვის ადაპტირებულ Euronews-ის მუდმივად განახლებად, მაღალი ხარისხის საერთაშორისო კონტენტზე“, – ნათქვამია სოციალურ ქსელ Facebook-ში გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შპს „სილქ მედიას“ კაპიტალის 100%-ს სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“ ფლობს, რომლის 36%-იანი წილის მფლობელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი რამიშვილი, მეტსახელად „ზარალაა“.
2019 წელს „ევრონიუს ჯორჯიას“ დაფუძნების ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას რამიშვილმა თქვა: „მჯერა, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია საქართველოსთვის ევროინტეგრაციისკენ მიმავალ გზაზე“.
2024 წლის 30 ნოემბერს, ანტისამთავრობო აქციების დაწყების შემდეგ, რაც „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციის შეჩერების გადაწყვეტილების გახმოვანებას მოჰყვა, „სილქნეტმა“ და „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიებმა განაცხადეს, რომ მხარს უჭერდნენ საქართველოს ევროკავშირში გაწევრების მისწრაფებას.
2025 წლის ივნისში გიორგი რამიშვილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს, თუმცა, მალევე გაათავისუფლლეს 70 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ.
