„მას შემდეგ, რაც რუსეთმა სირიაში წააგო, უნდა მოიგოს საქართველოში? მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ვერ დაიმკვიდრა თავი, უნდა გაიმარჯვოს საქართველოში? მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოლდოვაში მარცხი განიცადა, უნდა გაიმარჯვოს საქართველოში? და მას შემდეგ რაც დამარცხდა და იმედია ძალიან მალე ისევ დამარცხდება რუმინეთში, უნდა მოიგოს საქართველოში? ეს არის კითხვები თქვენთვისაა“, - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გამოსვლისას ევროკავშირს მოქმედებისკენ მოუწოდა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მოროდიორი „კადიროველები“ ნიღბიან დამრბევებს შორის თბილისში - რედაქტორის სვეტი
- 2 აქციების დროს თბილისში რუსეთის პოლიციის პროფკავშირების ასოციაციის უფროსი იმყოფებოდა
- 3 გახარია კალანდარიშვილზე: ვიღაც ერთ ხმების მომპარავ თაღლითს საღებავი შეასხეს
- 4 ბჟანიას ქართველი დეპუტატები აფხაზეთში ფარულად ჩამოჰყავდა - არძინბა
- 5 აქციებზე ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო
- 6 გორელმა ბიზნესმენმა სტალინის ფენომენის პოპულარიზაციისთვის ფონდი დააფუძნა
ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ რასაც რუსეთი საქართველოში ცდის, ინტერვენციის ფორმაა, რომელიც ბევრად იაფი ჯდება და განმარტა, რომ რუსეთი იყენებს თავის მარიონეტებს ქვეყანაში, საერთო დემოკრატიულ ინსტრუმენტებს, არჩევნებს და არჩევნების გზით აწესებს თავის მმართველობას.
„გულწრფელები რომ ვიყოთ, ევროპამ ჯერჯერობით მხოლოდ ნახევრად გაართვა თავი გამოწვევას. ბოლო საგარეო საქმეთა საბჭო იყო პირველი ნაბიჯი, მაგრამ ბევრად მეტი შეიძლება და უნდა გაკეთდეს. დეტალებში არ შევალ, რადგან ეს თქვენი თავისუფალი გადაწყვეტილებებია, მაგრამ თქვენ იცით, რომ როდესაც ქართველები იბრძვიან დღე და ღამე, ევროპა ნელ-ნელა იღვიძებს და ნელა რეაგირებს. სანამ თბილისში ევროპული დროშები იკრძალება, ქართველები ჯერ კიდევ ელიან ბრიუსელისა და ვაშინგტონის მხრიდან მკაცრ ზომებს. იმედი მაქვს, რომ უფრო ღრმა კრიზისის ლოდინი არ მოგვიწევს, ვიდრე ევროპის მოქმედებას ვნახავთ“, - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, პირველი, რაც ევროპას შეუძლია გააკეთოს, არის მუდმივი პოლიტიკური მხარდაჭერა უმაღლეს დონეზე, რადგან „ქართველებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდნენ, რომ მარტონი არ არიან“. მეორე მიმართულება, სალომე ზურაბიშვილის თქმით, არის სამართლიანობა.
„ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავათავისუფლოთ ციხეში მყოფი პატიმრები, რომელთაგან ზოგიერთ 9 წლამდე სასჯელი ემუქრება. უნდა იყოს ძალიან მჭიდრო მონიტორინგი. მე ვფიქრობ, რომ სასამართლოებში ვიზიტები ძალიან მნიშვნელოვანია იმის სანახავად, თუ როგორ მუშაობენ ისინი. [...]
ახალი არჩევნები ასევე არის გზა, რომლის საშუალებითაც ევროპას შეუძლია ჩვენი მხარდაჭერა. ჩვენ გვჭირდება, რომ ევროპამ მხარი დაუჭიროს ამ მოწოდებას, როგორც ერთადერთ მშვიდობიან გზას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს თავისი ბერკეტები და იყოს „გეოპოლიტიკური ევროპა“.
„ევროპა არის საქართველოს ყველაზე დიდი დონორი, საქართველოს უდიდესი ბაზარი და საქართველოს უდიდესი დიასპორის სახლი. ევროპამ მოქმედების ბერკეტები უნდა მოძებნოს. თუ ევროპას არ შეუძლია ბერკეტების გამოყენება 3,7 მილიონიან ქვეყანაზე, როგორ უნდა გაუწიოს მან კონკურენცია 21-ე საუკუნის გიგანტებს?
ევროპას აქვს გავლენა. ის სასურველი ადგილია საქართველოს კორუმპირებული ელიტისა და ხელმძღვანელობისთვის, რომლებსაც ქვეყანაში შემოაქვთ პოსტსაბჭოთა რუსული მმართველობა, მაგრამ სიამოვნებით ხარჯავენ ფულს ევროპაში.
ევროპა სურთ თავისთვის, ქართველებისთვის კი, რუსული კორუმპირებული მმართველობა. ასე რომ, მრავალი გზა არსებობს ქართველების გვერდით დგომისათვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.