ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე დევიდ მაკალისტერი და კომიტეტის მუდმივი მომხსენებელი საქართველოს საკითხებზე რასა იუკნევიჩიენე, ასევე, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მუნირ სატური, სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის თავმჯდომარე ნილს უშაკოვსი და ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის თავმჯდომარე სერგეი ლაგოდინსკი განცხადებას ავრცელებენ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 აზიის განვითარების ბანკმა არ დააკმაყოფილა საჩივარი ხარაგაულის დამეწყრილი სოფლებიდან
- 2 კადიროვმა თქვა, რა უშლის ხელს ითუმ-კალი – შატილის გზის მშენებლობას
- 3 სასამართლომ „ლუკოილ ჯორჯიას“ მითვისებული საწვავის დაბრუნება დაავალა
- 4 BBC-ის გამოძიება: თბილისში აქციების დასარბევად I მსოფლიო ომის დროინდელ ქიმიურ იარაღს იყენებდნენ
- 5 ფედერიკა მოგერინი ბრალის წარდგენის შემდეგ გაათავისუფლეს
- 6 აზერბაიჯანი საქართველოს მედიის სფეროში გამოცდილებას უზიარებს
განცხადებაში ნათქვამია, რომ არჩევნები საქართველოს თვითგამოცხადებული „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და პოლიტიკური ოპოზიციის რამდენიმეთვიანი რეპრესიების ფონზე ჩატარდა.
„ვგმობთ იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ ეფექტურად შეუშალა ხელი სანდო დამკვირვებლების ყოფნას ეუთო/ოდირისთვის მოწვევის გვიან გაგზავნით და სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობაზე შეზღუდვების დაწესებით, რამაც ხელი შეუშალა ადგილობრივი ორგანიზაციების მიერ დაკვირვებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები შეშფოთებას გამოთქვამენ არჩევნების შემდეგ ქუჩებში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების გამო და ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, შეწყვიტოს დემოკრატიაზე თავდასხმა და პატივი სცეს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების ფუნდამენტურ უფლებებს, შეწყვიტოს მომიტინგეების დაპატიმრებები და გაათავისუფლოს თვითნებურად დაკავებულები“, - აღნიშნულია ევროპარლამენტარების განცხადებაში.
ისინი ასევე გმობენ ევროკავშირის წინააღმდეგ სულ უფრო მზარდ აგრესიულ კამპანიას, მათ შორის პირად თავდასხმებს ევროკავშირისა და წევრი სახელმწიფოების ელჩებზე, ევროპელ პოლიტიკოსებსა და ცალკეულ წევრ სახელმწიფოებზე.
„ჩვენ მკაცრად ვგმობთ „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის გამოცხადებულ განზრახვას, რაც საქართველოს ავტორიტარული რეჟიმისკენ სვლის ახალ კულმინაციას წარმოადგენს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ევროპარლამენტარები კიდევ ერთხელ მოუწოდებენ ევროკავშირსა და წევრ სახელმწიფოებს, დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები და დააწესონ პერსონალური სანქციები „ქართული ოცნების“ პოლიტიკური ლიდერებისა და თანამდებობის პირების, კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და ირაკლი კობახიძის მიმართ, რომლებიც „პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიული უკუქცევის, არჩევნების გაყალბების, ადამიანის უფლებების დარღვევების და პოლიტიკური ოპონენტებისა და აქტივისტების დევნაზე“.
