ევროპარლამენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტად ხელახლა აირჩია

„ქართული ოცნების“ რუსული კანონი საფრთხეს უქმნის დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების არსებობას, ხელს უშლის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას.

რუსული კანონი საქართველოში ამკვიდრებს პუტინის წესებს, რამაც რუსეთში თავისუფალი სიტყვა გააქრო.

როცა დაგჩაგრავენ, აღარავინ იქნება, ვინც თქვენს პრობლემას გააშუქებს და გვერდში დაგიდგებათ.

„საქართველოს ამბები“ „ქართული ოცნების“ რუსულ განზრახვას ბოლომდე გაუწევს წინააღმდეგობას!

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკავშირის უმაღლესი აღმასრულებელი ორგანოს, ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე ვადით აირჩიეს. ევროპარლამენტში გამართულ ფარულ კენჭისყრაში მას 401-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 284-მა კი წინააღმდეგ მისცა ხმა. გამარჯვებისთვის 361 ხმა იყო საჭირო.

ახალი ამბები

მკითხველის რჩეული

კენჭისყრის წინ დებატები გაიმართა, რა დროსაც ურსულა ფონ დერ ლაიენმა მომავალი ხუთი წლის პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი მთავარი დაპირებებია ბიუროკრატიის შემცირება, ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ასევე, უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელება.

„მეტი ინვესტიცია უნდა ჩავდოთ ჩვენს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. რუსეთი აგრძელებს შეტევას აღმოსავლეთ უკრაინაში. ისინი ფსონს დებენ გამოფიტვის ომზე, იმაზე, რომ მომავალი ზამთარი წინაზე უფრო მკაცრი იქნება. რუსეთი ფსონს დებს, რომ ევროპა და დასავლეთი შერბილდებიან და ევროპაში ზოგიერთი ამ თამაშში ჰყვება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

მან უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი მოსკოვში პუტინთან შეხვედრის გამო გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ეს ე.წ. სამშვიდობო მისია სხვა არაფერი იყო, თუ არა დამშვიდების მისია.

„ორიოდე დღის შემდეგ, პუტინის თვითმფრინავებმა რაკეტები დაუმიზნეს კიევის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო განყოფილებას. ჩვენ ყველამ ვნახეთ სისხლით დაფარული ბავშვების გამოსახულებები და დედები, რომლებიც ცდილობდნენ ახალგაზრდა ონკოპაციენტების პაციენტების უსაფრთხოებას დაცვას. ეს დარტყმა არ იყო შეცდომა. ეს იყო მესიჯი, შემზარავი გზავნილი კრემლიდან ყველა ჩვენგანისთვის. ასე რომ, პატივცემულო წევრებო, ჩვენი პასუხი ასეთივე ნათელი უნდა იყოს.

არავის სურს მშვიდობა იმაზე მეტად, ვიდრე უკრაინელ ხალხს. სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა თავისუფალი და დამოუკიდებელი ქვეყნისთვის. ევროპა უკრაინის გვერდით დადგება იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - განაცხადა ფონ დერ ლაიენმა.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნების მხარდაჭერაზეც ილაპარაკა და ამ კონტექსტი ახსენა საქართველოც.

„ჩვენი სამეზობლო არის ჩვენი მომავლის სახლი. ქვეყნების მოწვევა ჩვენს კავშირში არის მორალური, ისტორიული და პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ეს არის უზარმაზარი გეოსტრატეგიული პასუხისმგებლობა ევროპისთვის, რადგან დღევანდელ მსოფლიოში უფრო დიდი, უფრო ძლიერი კავშირი იქნება. ეს გააძლიერებს ჩვენს ხმას მსოფლიოში, ხელს შეუწყობს ჩვენი დამოკიდებულების შემცირებას და უზრუნველყოფს დემოკრატიის, კეთილდღეობისა და სტაბილურობის გავრცელებას მთელ ევროპაში.

ჩვენ მხარს დავუჭერთ კანდიდატებს ინვესტიციებსა და რეფორმებზე მუშაობით და მათი ინტეგრირებით ჩვენს სამართლებრივ სისტემაში, სადაც ეს შესაძლებელია. გაწევრიანება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დაფუძნებული პროცესი და ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ყველა ქვეყანა მზად იყოს გაწევრიანებამდე. მაგრამ ჩვენი კავშირის დაკომპლექტება ასევე არის ჩვენს ძირითად ინტერესებში და ეს იქნება ჩემი კომისიის მთავარი პრიორიტეტი.

დასავლეთ ბალკანეთმა, უკრაინამ, მოლდოვამ და საქართველომ თავიანთი თავისუფალი არჩევანი გააკეთეს. მათ აირჩიეს თავისუფლება ჩაგვრის ნაცვლად. მათ აირჩიეს დემოკრატია დამოკიდებულების ნაცვლად და ზოგიერთ მათგან ძვირს იხდის ამ არჩევანისთვის. ასე რომ, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი არჩევანი და ვაჩვენოთ მტკიცე ერთგულება. მათი მომავალი იქნება თავისუფალი და აყვავებული, ჩვენი კავშირის შიგნით“.

ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროკომისიის პრეზიდენტის თანამდებობას 2019 წლიდან იკავებს. ის ევროპის სახალხო პარტიის, EPP-ის წამყვანი კანდიდატი იყო 6-9 ივნისს გამართულ ევროპარლამენტის არჩევნებში.

საქართველოს ამბები
საქართველოს ამბები
დამოუკიდებელი, საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინგამოცემა. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო რესურსების ქსელი (IRN).