Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლების კუთხით საქართველო თავისუფალი ქვეყნების ჯგუფში რჩება, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი გაუარესება აქვს დანარჩენ 17 ქვეყანასთან შედარებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 კობახიძე: სასურველი არ არის, მოსწავლემ პირველივე კურსიდან უცხოეთში განაგრძოს სწავლა
- 3 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 4 ღარიბაშვილის, ლილუაშვილის და ფარცხალაძის სახლებში ჩხრეკა ჩატარდა
- 5 დააკავეს სუს-ის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის ნათესავი ანდრია ლილუაშვილი
- 6 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიში 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდს მოიცავს და ინტერნეტის თავისუფლებას აფასებს 72 ქვეყანაში, რომლებზეც მსოფლიო ინტერნეტ მომხმარებელთა 89% მოდის.
თითოეულ ქვეყანას ენიჭება ქულა 100-დან 0-მდე, რაც ინტერნეტის თავისუფლების სტატუსის განსაზღვრის საფუძველს წარმოადგენს: 100-70 ქულა - თავისუფალი, 69-40 ქულა - ნაწილობრივ თავისუფალი, 39-0 ქულა - არათავისუფალი.
Freedom House-ი საგანგაშოდ მიიჩნევს, რომ საანგარიშო პერიოდში ინტერნეტის თავისუფლების სტატუსის მქონე 18 ქვეყნიდან ნახევარში ქულების კლება დაფიქსირდა. ამ ქვეყნებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კლება საქართველოს ჰქონდა, შემდეგ მოდიან გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები.
საქართველომ 70 ქულა მიიღო და წინა წელთან შედარებით მისი მდგომარეობა 4 ქულით გაუარესდა. საქართველოზე უკეთესი მაჩვენებელი აქვს სომხეთს (70 ქულა).
„საანგარიშო პერიოდში საქართველოში ინტერნეტის თავისუფლება შემცირდა. მთავრობამ სულ უფრო შემზღუდავი ზომები მიიღო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ონლაინ მოქმედი მედია საშუალებების წინააღმდეგ, ციფრული მედიაში დასაქმებულები უფრო მეტ მუქარასა და ფიზიკურ ძალადობას წააწყდნენ, ხოლო მომხმარებლებზე მზარდმა სამართლებრივმა და არალეგალურმა ზეწოლამ თვითცენზურას შეუწყო ხელი.
საქართველოს მოქალაქეები კვლავ ფართოდ სარგებლობდნენ ინტერნეტზე წვდომით, ვებსაიტების დაბლოკვა შეზღუდული დარჩა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებით დაცული ონლაინ გამოხატვისთვის დაპატიმრებები იშვიათი იყო, თუმცა საანგარიშო პერიოდის შემდეგ ზოგიერთი ადამიანი ასეთი გამოხატვისთვის დააკავეს“, - წერს Freedom House-ი.
ინტერნეტის თავისუფლების მხრივ მდგომარეობის გაუარესება 72 ქვეყნიდან 27-ში დაფიქსირდა - ყველაზე მეტი ქულა კენიამ დაკარგა, რომელსაც ვენესუელა და საქართველო მოსდევენ.
„საქართველოში მმართველმა პარტიამ, „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც უცხოური დაფინანსების მიმღებ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ონლაინ მედიას რეგისტრაციას ავალდებულებს.
2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე, სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს „ატლანტიკური საბჭოს“ ორ მკვლევართან, რომლებიც საქართველოში ონლაინ გავლენის ოპერაციებს სწავლობდნენ.
2025 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში, რომლითაც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის 45 დღემდე თავისუფლების აღკვეთაა გათვალისწინებული. ეს ცვლილებები შემდეგ გამოყენებული იქნა იმ პირთათვის ბრალდებების წასაყენებლად, რომლებიც ონლაინ რეჟიმში აკრიტიკებდნენ მთავრობას“, - ვკითხულობთ ანგარიშში.
Freedom House-ი აღნიშნავს, რომ 2012-13 წლებში საქართველოში ხელისუფლების დემოკრატიულ ცვლილებასთან ერთად, ინტერნეტის თავისუფლების პირობები გაუმჯობესდა, თუმცა, ბოლო დროს საქართველოს მთავრობამ ძალაუფლების ცენტრალიზაცია და განსხვავებული აზრის ჩახშობა სცადა.
