საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი გიორგი იაკობაშვილი იწონებს „ქართული ოცნების“ საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც ემიგრაციაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში მონაწილეობის უფლების ჩამორთმევას გულისხმობს.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დააკავეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი მანანა გიორგობიანი
- 2 ბერლინში მოკლული ზელიმხან ხანგოშვილის ძმას და ნათესავებს გერმანია დაატოვებინეს
- 3 1 ნოემბრიდან საჯარო მოხელეებისთვის შეთავსებით ანაზღაურებადი სამუშაო იზღუდება
- 4 პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილს ბრალი წარუდგინა
- 5 ე.წ. ვისკის საქმეზე შემოსავლების სამსახურის უფროსის ყოფილ მოადგილეს ბრალი წარუდგინეს
- 6 ყვარლის საკრებულოს თავმჯდომარე გივი ზაუტაშვილი და მერის მოადგილე ლევან გელაძე დააკავეს
„წლობით არიან წასულები, ზოგი 20-25 წელია წასულია, არც ჩამოსულა ბევრი მათგანი. იქნებ, ამან აიძულოს რაღაცნაირად, თუ ასე დიდი სურვილი აქვთ, არჩევნებში მონაწილეობა მიიღონ, ხმა მისცენ ვიღაცას, სასურველ პარტიას ან კანდიდატს, იქნებ ამან მაინც აიძულოს, რომ ჩამოვიდნენ და გაიხსენონ, რომ ქართველები არიან“, – განაცხადა იაკობაშვილმა გადაცემა „უცნობის კიდობანში“.
მისი თქმით, „სრული უფლება აქვს“, იფიქროს, რომ ემიგრანტს „აქაურობა არ უყვარს“, თუ ის საქართველოში წლების განმავლობაში არ ბრუნდება.
„ვინც აქედან არ წავსულვართ და არც ვაპირებთ, მოდი რა, მოგვანდე, რომ ამ ქვეყნის ბედი ჩვენ გადავწყვიტოთ და მერე თუ მოგეწონება, ჩამოდი, თუ არ მოგეწონება, ნუ ჩამოხვალ. მაგრამ ეს არჩევნები ისეთი რაღაცაა, რომ ნებისმიერ ადამიანს, რაც უნდა არაპოლიტიზირებული იყოს და შორს იდგეს პოლიტიკისგან, 4 წელიწადში ერთხელ ეს ვალდებულება გააჩნია, რომ პასუხისმგებლობა აიღოს ქვეყნის მომავალზე და ათწლეულები რომ არ ჩამოდიხარ და შენი ქვეყანა არაა ეს, შენ პასუხისმგებლობას ვერ აიღებ და არც მინდა, რომ ეს პასუხისმგებლობა დაგაკისრო, სურვილი არ გამაჩნია...
ზოგიერთი ჩამოდის. მაგრამ ეს არჩევნები ოქტომბრის ბოლოს ტარდება და მათ უნდათ ივლისში და აგვისტოში ჩამოსვლა, რომ იქ სადღაც ზღვაზე დაისვენოს, კბილები ჩაისვას, რაღაცაზე იმკურნალოს. საქართველოს მოქალაქეცაა და ეს ყველაფერი იაფი უჯდება. ანუ ისარგებლოს ამ ყველაფერით და წავიდეს ისე. მაპატიე და, ყველა ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს,
იქ უნდა იყოს, გადასახადები იქ უნდა იხადოს, აქ ეს წვლილი არ უნდა შეიტანოს და მერე, ჯვარი წერია და როდესმე ყველანი ხომ უნდა მოვკვდეთ და მერე რომ მოკვდება, საელჩოს მიადგებიან რა და საქართველოს ბიუჯეტის ფულით აქ უნდა ჩამოასვენონ.
აი, ყოველგვარი ბოროტი იმის გარეშე, ასე ხდება ხოლმე და იმიტომ და მე ამაზე გული მწყდება ძალიან.
ასე მგონია, ქართველი უნდა ცხოვრობდეს საქართველოში. თუ გაჭირვებამ წაგიყვანა იქ, პრობლემები ხომ მოგიგვარდა და შეგიძლია, დაბრუნდე. თუ ეს პრობლემები ვერ მოაგვარე, იქ რას აკეთებ, ჩამოდი და შენს ახლობლებთან მაინც იქნები. ჩვენ ხომ სხვანაირი სითბო გვაქვს ქართველებს, ჩვენ ხომ ჩვენი მეზობლობით ვამაყობთ, ჩვენი მეგობრობის ინსტიტუტით, ჩვენი სუფრის წესებით, ჩვენი მიწით ვამაყობთ და ჩვენი სასაფლაოები გვიყვარს, ჩვენი ახლობლების საფლავები. ეს ყველაფერი თუ არ გიყვარს, მაშინ ხმას რას აძლევ, გინდა - იქ და გინდა - აქ.
[…] განსაკუთრებულს რას ვეუბნებით, შენს ქვეყანაში ჩამოდი, რა - შვილი ნახე, შვილიშვილი ნახე, ძმა ნახე, და ნახე, ხო?! სახლიდან სულ ნუ გახვალ. გაერკვიე სიტუაციაში, მოუსმინე, ეზოში ჩადი, დომინო და „ჯოკერი“ ითამაშე, აქაური იყავი ერთი კვირა, რომ მერე მისცე ხმა“, – განაცხადა გიორგი იაკობაშვილმა.
„ქართული ოცნების“ საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, არაოფიციალური მონაცემებით, საზღვარგარეთ 1.5 მილიონზე მეტი ქართველი ცხოვრობს. გასულ წელს ფულადი გზავნილების სახით, საქართველოში 3.36 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა, ხოლო მიმდინარე წლის 10 თვეში, იანვარ-ოქტომბერში, საქართველოს ეკონომიკამ უცხოეთიდან უკვე 3 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილები მიიღო. ქვეყნების მიხედვით გზავნილებში პირველ ადგილს ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს.
