პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა და „ქართული ოცნების“ პარლამენტის წევრმა, ვიკა ფილფანმა განაცხადა, რომ ის და მისი თანაპარტიელები ხვალ, 28 ნოემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „საეჭვო გარემოება ვერ გამოვლინდა“ - შსს 2014 წელს გაუჩინარებული გურამ დადიანიძის საქმეზე
- 2 ნატა ვიბლიანი პროკურატურამ დაზარალებულად ცნო
- 3 აფხაზი ბლოგერი დაურ ბუავა თბილისში გარდაცვლილი იპოვეს
- 4 კობახიძე-მდინარაძის დროს მომხდარ თვითმკვლელობებზე კითხვები რჩება - ღარიბაშვილი
- 5 სასკოლო ფორმების გაყიდვა 1-ელი სექტემბრიდან დაიწყება - მისამართები და დეტალები
- 6 მეორედ მიმანიშნეს ჩემი 75 წლის მამის დაჭერაზე - ღარიბაშვილის მორიგი წერილი ციხიდან
ფილფანის თქმით, ერთი წლის წინ აქციები დაიწყო „გულწრფელი ხალხის გულწრფელი გაბრაზებით“, რომელიც „სამწუხაროდ, გადაიზარდა ძალიან დამაზიანებელ ქმედებაში“.
„გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა ამ ადამიანების გულწრფელი პროტესტი მიწასთან გაასწორეს და გვირგვინი დაადგეს 4 ოქტომბრის პროვოკაციის სახით. ამიტომ, ჩვენ არ ვიქნებით არსად, სადაც იქნება „ნაცმოძრაობა“, – უთხრა ჟურნალისტებს ვიკა ფილფანმა.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს. საპროტესტო აქციები, რომელიც ამ განცხადებას მოჰყვა, დღემდე გრძელდება.
უწყვეტი პროტესტის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ, ხვალ, 20:00 საათზე, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციაა დაგეგმილი. დემონსტრანტები 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან და საზოგადოებრივი მაუწყებლის ძველი შენობიდან პარლამენტისკენ მსვლელობას მოაწყობენ.
საპროტესტო აქციის მოთხოვნაა პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლდება და ახალი, თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება. ამ მოთხოვნას სამოქალაქო ორგანიზაციების, სხვადასხვა საპროტესტო ჯგუფის, პოლიტიკური პარტიების და პოლიტპატიმრების ოჯახის წევრები უერთდებიან.
