სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 54,5% ემხრობა ოპოზიციის მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 მზია ამაღლობელს ერთ თვალში მხედველობა 10 %-მდე შეუმცირდა, მეორეში - 0,04 %-ია - ადვოკატი
- 2 რიჟვაძის საქმეზე საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი ალექსი ახვლედიანი დააკავეს
- 3 ივანიშვილ-კუპრაშვილის ბიურომ რუსული კანონების აღსრულება დაიწყო - არასამთავრობოები
- 4 პაპუაშვილი არჩევნებზე წალენჯიხის მერიის განცხადებას „საბოტაჟს“ უწოდებს
- 5 მასობრივი ცენზურა - დევნა Facebook-ის სტატუსებისთვის
- 6 სალომე ზურაბიშვილი 5 000 ლარით დააჯარიმეს გზის გადაკეტვისთვის
კითხვაზე, ოპოზიციურმა პარტიებმა უნდა მიიღონ თუ არა მონაწილეობა 2025 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნებში, ამომრჩევლების პასუხები ასე ნაწილდება:
- უნდა მიიღონ - 54,4 %,
- არ უნდა მიიღონ - 22,3%
- არ ვიცი/ უარი პასუხზე - 23,2%
მონაცემები განსხვავებულია თბილისსა და საქართველოს რეგიონებში. თბილისში, ოპოზიციის არჩევნებში მონაწილეობას 50% ემხრობა, წინააღმდეგია ან უარს ამბობს პასუხზე - 50%. რეგიონებში 56,4% ამბობს, რომ ოპოზიციამ უნდა მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) ხელმძღვანელის, იაგო კაჭკაჭიშვილის თქმით, კვლევის მნიშვნელოვანი მიგნებაა ისიც, რომ პროევროპელი ამომრჩევლების იმ ნაწილში (55%), ვინც მხარს უჭერს ადგილობრივ არჩევნებში ოპოზიციის მონაწილეობას, უმრავლესობა (54%) ემხრობა იმას, რომ ადგილობრივი არჩევნები ჩატარდეს ახალ საპარლამენტო არჩევნებთან ერთად.
„მთლიანად თუ შევხედავთ საქართველოს, მოსახლეობა უფრო იხრება იმისკენ, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღონ.
ოპოზიციას აქვს შანსი, რომ ადგილობრივ არჩევნებში თბილისში დაამარცხოს „ქართული ოცნება“. თუმცა, ამ ამოცანის შესრულებას სჭირდება რამდენიმე აუცილებელი წინაპირობა: ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიიღოს ყველა ოპოზიციურმა ძალამ. ოპოზიციურმა ძალებმა გააძლიერონ არჩევნებში მონაწილეობის მზაობა თბილისელებში. ოპოზიციურმა ძალებმა გააერთიანონ ძალები – შეთანხმდნენ მერობისა და მაჟორიტარების საერთო კანდიდატებზე.
თუ ეს პირობები არ შესრულდება, „ქართული ოცნებისთვის“ ძალაუფლების ჩამორთმევა თბილისში არარეალისტურად გამოიყურება“ ,- თქვა იაგო კაჭკაჭიშვილმა.
ადგილობრივი არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოლოდინი აქვს გამოკითხულთა 42.5%-ს, 42%-ს მიაჩნია, რომ არასამართლიანად ჩატარდება.
კვლევის თანახმად, ალოკაციის მეთოდით პარტიების რეიტინგი ასეთია:
- „ქართული ოცნება“ - 35,2%;
- კოალიცია „ცვლილებებისათვის“ - 16,9%;
- „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ - 14,6%;
- „ლელო - ძლიერი საქართველო“ - 13,4%;
- გახარია საქართველოსთვის - 12,4%;
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research LLC-თან თანამშრომლობით, კვლევა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში ჩაატარა. კვლევაში 2000 რესპონდენტი პირისპირ ინტერვიუს ფორმით მონაწილეობდა.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2025 წლის 4 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს.
