შინაგან საქმეთა სამინისტრომ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარათაქლაში, თანასოფლელებს შორის მომხდარ დაპირისპირებასთან დაკავშირებით, რომელსაც 50 წელს გადაცილებული ფაილ ალიევი ემსხვერპლა, ორი ადამიანი დააკავა. 4 პირი რუსთავის საავადმყოფოშია გადაყვანილი, მათ შორის, გარდაცვლილის შვილიცაა.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 დღეიდან საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ჯარიმები გაიზარდა
- 2 ცოტნე ივანიშვილი: ვგმობ ძალადობას, ეს ყველაფერი ასე არ უნდა მომხდარიყო
- 3 თავდაცვის ყოფილ მინისტრს 10 წლით პატიმრობა მიესაჯა
- 4 უკრაინაში 39 წლის ქართველი მებრძოლი, ნიკა მაჭარაშვილი დაიღუპა
- 5 აზერბაიჯანის ხელისუფლება მთიან ყარაბაღში სომხურ ეკლესიებს ანგრევს
- 6 მეუფე შიოს პატრიარქად არჩევა საშიშია საქართველოს ეკლესიისთვის – მეუფე ზენონი
Aktual.ge იუწყება, რომ ინციდენტი 5 იანვრის საღამოს, ქორწილში, ფაილ ალიევსა და აიდინ მამედოვს შორის დაიწყო და შემდეგ კაფეში გაგრძელდა. გამოცემის თანახმად, მოგვიანებით, მამედოვის შვილები ალიევს სახლში მიუვარდნენ. დაპირისპირების დროს ალიევის შვილმა სამი ადამიანი დანით დაჭრა. დაჭრილებმა ტერიტორიიდან გასვლისას ფაილ ალიევსა და მის შვილს მანქანით გადაუარეს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირის დაკავების შესახებ განცხადება დღეს, 7 იანვარს, გაავრცელა.
„გამოძიებით დადგინდა, რომ გარდაბნის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 6 პირს შორის მომხდარი ურთიერთშელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც ერთ-ერთმა მათგანმა ცივი იარაღით ჭრილობები მიაყენა დაპირისპირებაში მონაწილე 2 პირს.
ასევე დგინდება, რომ მომხდარი დაპირისპირების შემდეგ ჩხუბში მონაწილე ერთ-ერთმა პირმა კუთვნილი ავტომანქანა 2 მათგანს განზრახ დააჯახა, რის შედეგადაც ფ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.
სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლებმა დაშავებული 4 პირი საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
პოლიციამ 2000 წელს დაბადებული ე.მ. და 1995 წელს დაბადებული მ.მ. დააკავა, ხოლო სამი პირი დანაშაულშია მხილებული.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე, 160-ე და 126-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელბას, სხვისი მფლობელობის ხელშეუხებლობის ძალადობრივად დარღვევასა და ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს.
