„საქართველოს სასამართლო გუშაგის“ დამფუძნებელი ნაზი ჯანეზაშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის კანდიდატად არის წარდგენილი, ამბობს, რომ შესარჩევ გასაუბრებაში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა არ ხსნის კანდიდატურას.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 სუს-ის ყოფილი უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი რეგიონული განვითარების მინისტრად აღარ დანიშნეს
- 2 ენმ: გენერლები გოგავა და ყურაშვილი რუსულ კომისიაზე პარტიული აფილიაციის გარეშე წარდგებიან
- 3 თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად ლაშა გოგნიაშვილი დაინიშნა
- 4 გადაალაგეს, სუს-იც თან გაატანეს არჩევნების გაყალბების ფუნქციით - მეზვრიშვილი ლილუაშვილზე
- 5 რა წერია უცხოური გრანტების წინააღმდეგ „ქართული ოცნების“ კანონპროექტში
- 6 კობახიძე რუსეთის ხსენების გარეშე 9 აპრილზე პასუხისმგებლად „უცხოურ ძალას“ აცხადებს
„სახალხო დამცველობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესმა არ დამიტოვა შთაბეჭდილება, რომ ის რეალურად ისახავს მიზნად მიუკერძოებელი და პრინციპული სახალხო დამცველის შერჩევას.
დეკლარირებულად პროცესის ამოცანაა მიუკერძოებელი კანდიდატის გამოვლენა, თუმცა აშკარაა, რომ ხელისუფლება ეძებს მისდამი ლოიალურად განწყობილ სახალხო დამცველს. ამაზე მეტყველებს შეკითხვები, რომლებიც ემსახურება კანდიდატებისგან ახსნა-განმარტებების მიღებას, წარსულში ხელისუფლების მიმართ გამოთქმული კრიტიკული განცხადებების გამო. სამწუხაროდ, ამან კამპანიური ხასიათი მიიღო.
გადავწყვიტე, უარი ვთქვა გასაუბრებაში მონაწილეობაზე, თუმცა არ ვხსნი ჩემს კანდიდატურას. პარლამენტის წევრებისთვის კარგად არის ცნობილი ჩემი გამოცდილება და შესაძლებლობები, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ ამ ტიპის გასაუბრებაში მონაწილეობა ან არმონაწილეობა, გადამწყვეტი ფაქტორია სახალხო დამცველის ასარჩევად“, - განაცხადა ჯანეზაშვილმა დღეს, 4 ნოემბერს გამართულ ბრიფინგზე.
მან კიდევ ერთ გარემოებას გაუსვა ხაზი, რომელმის მისი თქმით, ინტერესთა კონფლიქტის შემთხვევაა.
„ცნობილია, რომ ერთ-ერთი კანდიდატი ამავდროულად არის საქართველოს პარლამენტის წევრი და წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას. იაგო ხვიჩია თავის პოლიტიკურ ჯგუფთან ერთად მონაწილეობს კონკურენტი კანდიდატების გასაუბრებაში, რისთვისაც ის იყენებს საპარლამენტო მანდატს. ის ასევე გადაწყვეტილებას მიიღებს კონკურენტი კანდიდატების არჩევასთან დაკავშირებით. რასაც ემატება ის ფაქტი, რომ განსხვავებული ფორმატით დაიგეგმა მისი გასაუბრება - გუშინ, 3 ნოემბერს, საქართველოს პარლამენტიდან მივიღეთ შემოთავაზება დავესწროთ იაგო ხვიჩიას გასაუბრებას და მას დავუსვათ შეკითხვები. სხვა კანდიდატების შემთხვევაში ასე არ მომხდარა.
კითხვებს აჩენს ორმაგი სტანდარტი, ერთი მხრივ, სხვა კანდიდატებისგან მოითხოვენ, რომ ისინი არ იყვნენ პოლიტიზებულები, მაგრამ სათანადო შეფასება არ ეძლევა იმას, რომ ერთ-ერთი კანდიდატი არის პოლიტიკოსი, რაც ვფიქრობ, რომ პროცესის დისკრედიტაციას და უნდობლობას იწვევს“, - აღნიშნავს ჯანეზაშვილი.
სახალხო დამცველის კანდიდატების მოსმენა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში 25 ოქტომბერს დაიწყო და დღეს სრულდება. ახალი სახალხო დამცველის 6 წლის ვადით ასარჩევად 90 ხმაა საჭირო.
მოქმედ სახალხო დამცველს ნინო ლომჯარიას უფლებამოსილების ვადა 2022 წლის 8 დეკემბერს ეწურება.
