„400 დღის განმავლობაში აცხადებენ, რომ ყოველდღიურად რეგრესირებს პატიმარი, წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცენტრ „ემპათიის“ მიერ გამოქვეყნებულ ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით.
ახალი ამბები
მკითხველის რჩეული
- 1 „ოცნების“ საარჩევნო ქოლცენტრები რეგიონებში და ზეწოლა ამომრჩევლებზე
- 2 თეთრიწყაროს მოსამართლემ 30 უბნის შედეგები გააუქმა ხმის ფარულობის დარღვევის გამო
- 3 Edison: ეგზიტპოლსა და ცესკოს შედეგებს შორის 13%-იანი სხვაობა მანიპულირებაზე მიუთითებს
- 4 „გვაქვს 81 ფაქტი და ეს სისტემურობაზე მიუთითებს“ - „ოცნება“ ოპოზიციას ხმების მოპარვაში ადანაშაულებს
- 5 არჩევნების დროს საქართველოში აშშ-ის მიერ სანქცირებული რუსი პროპაგანდისტი იმყოფებოდა
- 6 კორძაია ომბუდსმენს სთხოვს პასუხს, დაირღვა თუ არა ამომრჩევლის ხმის ფარულობა არჩევნებზე
მმართველი პარტიის თავმჯდომარე ამბობს, რომ „ემპათია“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არის დაკავშირებული და ეს ორგანიზაცია მიკერძოებულია.
„რაც შეეხება დიაგნოზს, აქ მარტივად უნდა ითქვას, რა კონკრეტული დაავადებაა ასეთი, რომელიც უნდა იწვევდეს პატიმრის გათავისუფლებას, რაც სხვა პატიმრებს არ აქვთ. ასეთი ჩამონათვალი შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერ პატიმარს თუ არაპატიმარს. გარკვეული ტიპის გადახრები, სამედიცინო ჩვენებები, პრაქტიკულად ყველას აღენიშნება. ამიტომ, ასეთი ჩამონათვალი თავისთავად არაფერს ნიშნავს. კონკრეტულად უნდა მიუთითონ, რა არის ისეთი დაავადება, პრობლემა, პათოლოგია, რაც განაპირობებს პატიმრის გათავისუფლებას და რაც არ აქვს სხვა პატიმარს. ამას ვერ ამბობენ, ამის მაგივრად არის რაღაც მშრალი საუბრები და პიარ კამპანია, ლობისტური კამპანიები, რაც არის მიუღებელი.
ქვეყანას ვერ ავარევინებთ ვერავის. ჩვენ გვთხოვენ პოლიტიკურად ამ გადაწყვეტილების მიღებას, სააკაშვილის გათავისუფლებას, იმისთვის, რომ ქვეყანა არიონ და, რა თქმა უნდა, ასეთ გადაწყვეტილებას ჩვენ ვერ მივიღებთ“, - აღნიშნა კობახიძემ.
„ემპათიის“ მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დაპატიმრების წინ მიხეილ სააკაშვილი იყო პრაქტიკულად ჯანმრთელი, ამჟამად კი მოსალოდნელია კომა და სიკვდილი. ექსპერტების დასკვნით, დიაგნოსტიკა – მკურნალობის მიზნით სააკაშვილი დაუყოვნებლივ საჭიროებს გადაყვანას აშშ -ს ან/და ევროკავშირის მულტი – პროფილურ საუნივერსიტეტო მესამე კლასის კლინიკაში. მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ სააკაშვილის სასჯელის მოხდისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მომხრეები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის პრობლემებზე საუბრით მის სასჯელისგან გათავისუფლებას ცდილობენ.
„სააკაშვილის მომხრეებისთვის არის არა სააკაშვილის ჯანმრთელობის უზრუნველყოფა (თვითონაც იციან, რომ აღარ არის ის კრიზისული მდგომარეობა, განსაკუთრებული სირთულე), არამედ ამ მდგომარეობის იმგვარად წარმოჩენა, რომ მათთვის განხორციელებადი გახდეს პოლიტიკური ამოცანა. პოლიტიკური ამოცანაა სააკაშვილისთვის სასჯელის არიდებაში. ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს, შეუგუებლობა საკანთან, მაგრამ ამის გამო არსად ცივილიზაციაში პატიმრები არ თავისუფლდებიან სასჯელისგან“, - განაცხადა სარჯველაძემ.